მიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაქსიმ ბეზნისენკო ავქეყნებს ფოტოს, ვიდეოს და წერს:
“სუსტებზე თავდასხმა მხოლოდ ზნედაცემულს შეუძლია – ამ ნაბი@ვრებმა ახლახან ესროლეს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. საავადმყოფოს, რომელიც ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს ნიკოლაევის ყველა რაიონიდან. თუ მტრის სიძულვილი აერთიანებს, ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოში ყველაზე შეკრული ერი. თუ რუსეთი კიბოთი დაავადებულებს მოწინააღმდეგედ ხედავს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, ის უბრალოდ ავადმყოფი კი არ არის, ის უკვე აგონიაშია. და ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გაგვახაროს ასეთ ვითარებაში.
საბედნიეროდ მათ დიდი ზიანი ვერ მოგვაყენეს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”
კომენტარები