რუსი ფიგურული მოციგურავე გლებ სმოლკინი ადასტურებს, რომ მის პარტნიორთან დიანა დავისთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება.
რუსი სპორტსმენები პოსტს Instagram-ზე აქვეყნებენ და ქართულ ენაზე წერენ, რომ მადლიერებას გამოხატავენ ყველა გულშემატკივრის მიმართ.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია:
,,სულ არ ვთვლი, რომ ცუდი ამბავია. დიანა – ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია, ეთერი კი #1 მწვრთნელია მსოფლიო ფიგურულ ციგურაობაში. ეს წყვილი ამერიკაში წავიდა, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმს ვერ ეგუებოდა. მსოფლიო საერთ. ორგანიზაციამ მოიწონა მათი საქართველოში გადასვლა. ჩვენ სკოლასაც გააძლიერებენ.
და თქვენ რატომ აპროტესტებთ, რა არ მოგწონთ?
ვინც პუტინის მტერია, ის ჩემი მეგობარია ?.”
შეგახსენებთ, ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწრთვნელი ეთერ თუთბერიძე მოსკოვშია დაბადებული. უამრავი პრიზის მფლობელია. ის 1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწთვრნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.
ეთერ თუთბერიძე ამერიკაში ცხოვრების პერიოდში დაქორწინებული იყო და ჰყავს ქალიშვილი დიანა დევისი (დაბ. 16 იანვარი, 2003).
ეთერ თუთბერიძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციასთანაც. მას 5-6 წლის წინ საქართველოს ფედერაცია მადლობებს უხდიდა და აცხადებდა:
,,თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერს არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია — ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა — მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის ვერ შეადარებ. მე მიმაჩნია, რომ ახლა ეთერი თუთბერიძე — მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“
კომენტარები