ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ აცრა სავალდებულოა. ექიმი სოციალურ ქსელში გამომწერებს, საფრანგეთის მაგალითს უზიარებს და წერს, რომ 9 აგვისტოდან ახალი კანონი ამოქმედდება.
„საფრანგეთში 9 აგვისტოდან შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ “ჯანმრთელობის ცნობა – Health pass” სავალდებულო იქნება კაფეში შესასვლელად, თვითმფრინავით ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის.
შაბათ -კვირას პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში, მაგრამ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ამ კანონის განხორციელება.
ჯანმრთელობის ეს ცნობა პასი წარმოიქმნება ან აღიარებული ვაქცინის ორი აცრის, უარყოფითი კორონავირუსული ტესტით ან ინფექციისგან გამოჯანმრთელების ცნობის საფუძველზე.
კომენტარები