• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სცენარი პირველივე დებატებში არ გაითამაშეს…” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:17 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,184

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

მთავარი ვერსია, რაც ვთქვი ქოცებმა დებატები რომ მოინდომეს, იყო ის, რომ დაისვამდნენ შაქარიშვილ–კაკაბაძეებს და ევროინტეგრაციაზე ედებატებოდნენ. და აი მართლაც, გაირკვა, რომ საქოცეთი თანახმაა “ნეიტრალურ საქართველოს“ ევროინტეგრაციის საკითხებზე დებატებში დაუჯდეს.

მიზანი რამდენიმეა:

1. ჩვენი ყური გაიხედნოს და თანდათან მივეჩვიოთ, ლეგიტიმურად და ნორმალურად ჩავთვალოთ პოზიცია, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლეთზე და რუსეთისკენ აიღოს კურსი ოფიციალურად.

2. ამ დებატებში ღიად პრორუსების პირისპირ ქოცები გამოვლენ პროდასავლელების როლში, ანუ დაიწყებენ მტკიცებას, რომ კი, ევროპა ჩალპა და გახრწნილია, მაგრამ მაინც მაქეთ უნდა ვიაროთ. და თან ჩვენ ხომ 2028–მდე შევაჩერეთ მოლაპარაკებები და სანამ ჩვენ გავხსნით ხელახლა და სანამ ევროკავშირში შევალთ გამოსწორდებიან. რა ვიცი, კიდევ რაღაცეებს მოიფიქრებენ. მოკლედ, პირდაპირ რუსეთთან შეერთებაზე ხელებს გაასავსავებენ, ეგ არ გვინდაო და ოფიციალურ რუსებთან შედარებით პროდასავლელებად გამოჩნდებიან.

3. დასავლეთს აჩვენებენ, დროზე დაგვილაგდით და გვაღიარეთ, თორემ ამ ქვეყანაში ჩვენზე რუსებიც არსებობენ და კაცმა არ იცის რა მოხდება, ისევ ჩვენ გერჩიოთ ხელისუფლებაშიო. ამასობაში პროდასავლურ პროტესტს ბოლომდე მოახრჩობენ თავისი ჭკუით და დასავლეთს ეტყვიან, რომ სულაც არ არის ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლური, ჩვენ, ქოცები ვართ საქართველოში ყველაზე პროდასავლურები და პროდასავლური კურსის გარანტები, ამიტომ თქვენთვისვე ჯობს, ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში რომ მთლად რუსეთს არ შეუერთდესო საქართველო, ამიტომ ნუ მოგვთხოვთ ახლა აქ დემოკრატიას და ეგეთ “წვრილმანებს“. მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ.

ეს სცენარი პირველივე დებატებში არ გაითამაშე”ს, მაგრამ დიდხანსაც ვერ მოითმინეს. მალე იხილავთ ამ შინაარსის დებატებს.

ხოდა, კიდევ ერთხელ, ყველას, ვისაც ქოცებთან დებატები გამართლებულად მიგაჩნიათ აქეთა მხრიდან, მავნებელ იდიოტებად გთვლით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved