ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:
– სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი პრობლემაცაა ოპოზიციაში – შიდაპარტიული დემოკრატია არ არის თითქმის არც ერთ პარტიაში, ძველი ლიდერები ახლებს და ახალგაზრდა პოლიტიკოსებს არ აძლევენ თავის წარმოჩენის საშუალებას, მონოპოლიზირებული და ჩაკეტილი აქვთ პარტიების სათავეებთან მისასვლელი გზები.“;ლელოში“ და გიორგი გახარიას პარტიებში გამოჩნდნენ ახალი სახეები, მაგრამ ესენი ახლად შექმნილი პარტიებია და ასეც უნდა მომხდარიყო. აი, ძველ პარტიებში ისევ მრავალგზის ხელმოცარული ხალხი ლიდერობს, რომლებიც ხალხს უკვე ყველში ამოუვიდა. ხედავთ ამაში პრობლემას?
– ძველ პარტიებს ბევრი პრობლემები აქვთ. ეს, ზოგადად საერთოდ ჩვენი უბედურებაა. სხვათა შორის, ნიკა მელიამ სცადა თავის პარტიაში ახალგაზრდობის შემოყვანა, მაგრამ უზარმაზარი წინააღმდეგობა დახვდა ძველი ელიტისგან. რა დღეშია მელია, როგორი ბალანსირება უწევს, რა დაძაბულობაა პარტიაში, ხომ ხედავთ? კი, ასეა სხვა პარტიებშიც და ეს მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.
კომენტარები