ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რაზეა წამსვლელი ხელისუფლება, რომელიც კადრულობს და დედას აბრალებს, შვილს კლავსო; ძმას აბრალებს, რომ ძმის სიკვდილს ნატრობს. ამის მთქმელს ყველაფრის კადრება შეუძლია, ყველაფერს გადააბიჯებს. და ეს სინამდვილეში ივანიშვილის სიტყვებია, რომელსაც მისი დასაქოქი თოჯინა უბრალოდ ახმოვანებს. არის რამე, რასაც არ გააკეთებს ეს ხელისუფლება – მე ასეთი საკითხი არ მეგულება. ეს ზნეობრივი დაცემის უკიდურესი გამოვლინებაა და ფიქრობენ, რომ ხალხის გახრწნაც ისევე შეუძლიათ, როგორც თავად არიან გახრწნილი.
●
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე :
კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია, მათგან არ გვიკვირს, რომ საკუთარ შვილსა და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები – მიაქვთ შეგნებულად ცივი მჭადი, რომ უგემური იყოს და ბევრი არ მოუვიდეს.”
კომენტარები