კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა ქოცებს იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.
ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად, და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და მიიჩნევენ სისუსტედ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ (არა მარტო ევროკავშირის პოზიციით, არამედ შემდეგ დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის უმკაცრესი დასკვნითაც) – პარტიების გაუქმება – დაჩქარებული ტემპებით მიყავთ ბოლომდე.
საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძლადე” პოლიტიკოსები და პარტიები.
არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან – ევროკავშირისგან.











კომენტარები