• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის” – თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
21:43 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

აშშ-ს თეთრი სახლი ვაშინგტონსა და კიევს შორის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ და აღნიშნული პარტნიორობა რუსეთს ძლიერ გზავნილს უგზავნის – შეერთებულ შტატებს თამაშში თავისი როლი აქვს და უკრაინის გრძელვადიანი წარმატების ერთგულია.

ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად. 

შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია.

ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას”,-აღნიშნულია განცხადებაში. 

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:

  • უკრაინასა და აშშ-ს შორის ამ თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ფონდი, რომელიც მიიღებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული ჰონორარების, ლიცენზიის გადასახადებისა და სხვა მსგავსი შემოსავლების 50 პროცენტს.
  • ეს თანხები ინვესტიციის სახით ჩაიდება ახალ პროექტებში უკრაინაში, რაც გრძელვადიან შემოსავალს შექმნის როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი ხალხისთვის.
  • ახალი პროექტები წამოწყებისას, ფონდის რესურსები სწრაფად გადანაწილდება ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
  • არაპირდაპირი სარგებელი იქნება კერძო სექტორის გაძლიერება და უფრო მტკიცე და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რაც უკრაინის გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
  • შეთანხმების ზედამხედველი იქნება კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოშიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სამი უკრაინელი და სამი ამერიკელი წევრი. ისინი კოლაბორაციული პროცესის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ფონდიდან რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა ინვესტიციები და [თანხების] განაწილებები.
  • თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რათა უკრაინისა და აშშ-ს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით.
  • ბუნებრივი წიაღისეულის პროექტებში შედის მინერალების, ნახშირწყალბადებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ამ რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს.
  • ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკული რესურსები არ მოხვდეს არასწორ ხელში.
  • ამასთან, ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას.
  • ვერცერთი სახელმწიფო, კომპანია ან პირი, რომელმაც დააფინანსა ან მოამარაგა რუსეთის ომის მანქანა, ვერ ისარგებლებს უკრაინის რეკონსტრუქციით და ვერ ჩაერთვება პროექტებში, რომლებიც ფონდის რესურსებით იქნება დაფინანსებული.

ამერიკამ და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ისტორიული დოკუმენტის თანახმად,  წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში დარჩება და იქნება თანაბარი პარტნიორობა. ფონდში 50/50-ზე ხმის პროპორციულობით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი ხმის უფლებაა არც ერთ მხარეს არ ექნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმებით უკრაინა ამერიკისგან ვალს არ იღებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved