• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება ბრალდებებისა – ანდრია ჯაღმაიძე

ალია ავტორი - ალია
21:06 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ და ზოგადად პანსიონზე თქვა:

“ჩემი პირადი პოზიციაა – მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. შეიძლება, მე კარგად არ მესმის რა სტანდარტს გულისხმობს.

მე გეტყვით, რომ ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. პატარა ბავშვს როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, თუ მოგეცემათ საშუალება ოდესმე საშუალება და მათ გამოკითხავთ, რას განიცდიან როდესაც ამას ეკითხებიან, მიხვდებით რა არის რეალურად ზეწოლა მათზე.

“[ბენეფიციარების განცხადებები] საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.   

აქ თითქოს იყო მძიმე დანაშაულებებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო.

ამ დროისათვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა, აჟიოტაჟით, და მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც. მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები”

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაცნობად. 

სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ცოტა ხნის წინ, შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ამ საქმეების ძიება გრძელდება და როგორც კი შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ვინ არწმუნებს სასულიერო პირებს, რომ ეს საქმეები არ იხსნება და არ გაიხსნება – ამ კითხვას პასუხი შსს-მ უნდა გასცეს.

“როგორც კი შეიკრიბება მტკიცებულებები…” – როგორ შეიკრიბება მტკიცებულებები? – შს-ს განცხადება ნინოწმინდის პანსიონატზე
თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved