• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს საქმე გავრცელდება ყველაზე ვინც ამ “ჭკვიანი კამერების” მიერ გადაღებული კადრებით დააჯარიმეს” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
19:44 08-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,486

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

რეჟიმი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებებით გვაჯარიმებს. ამის გამო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. რა თქმა უნდა საქართველოში არაფრის იმედი არ გვაქვს, მაგრამ სტრასბურგში ვაპირებთ დავას და ამ გზაზე აუცილებელია ჯერ ქვეყნის შიგნით ამოვწუროთ ყველა ინსტანცია. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღო.
რა თქმა უნდა ქუჩის გადაკეტვის გამო დაჯარიმების საქმეები უკანონობის ბუკეტია, მაგრამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე მინდა გითხრათ. ვგულისხმობ იმ საქმეებს, სადაც ქუჩის კამერებით გადაღებული კადრებია გამოყენებული.
1. მოკლედ, შსს-სგან ვიცით, რომ მან შარშან დეკემბერში ჩინური წარმოების (Dahua) სათვალთვალო კამერები შეიძინა. კამერებს შეუძლიათ ადამიანის სახის და სხეულის, ემოციების, ადამიანის სქესისა და ასაკის ამოცნობა და ა.შ.;
2. ეს ყველაფერი წარმოადგენს ადამიანის პერსონალურ მონაცემს, რომელიც დაცულია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით;
3. განსაკუთრებით საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ ადამიანის ბიომეტრიული მონაცემები და პოლიტიკური შეხედულებები წარმოადგენს ე.წ. განსაკუთრებული კატეგორიიის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. როცა სახელმწიფო, აქციაზე შენს ყოფნას სათვალთვალო კამერით იწერს, ეს ნიშნავს, რომ ის შენი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მონაცემებს აგროვებს;
4. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურების ფარგლებში, უფლების დარღვევად შეფასდა.
ამ საკითხზე, ჯერ კიდევ იმ პროცესზე ვილაპარაკე, რომელზეც სასამართლომ ჩემს მიერ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას მედავებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია და დამაჯარიმა (ეს ჯარიმა არ გადავუხადე, რის გამოც აღსრულებამ ანგარიშები დამიყადაღა და იძულებით ამოიღო ჯარიმა, მაგრამ ეს სხვა ამბავია). ამ საქმეს ხელი მოკიდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center და მაღალპროფესიონალურად უძღვება.
საქმე ჯერ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურში გავასაჩივრეთ, რომელმაც აბსურდული მიზეზით უარი გვითხრა საქმის განხილვაზე, მაგრამ სასამართლომ მიიღო განსახილველად.
როგორც ვიცი, კიდევ ასეთი რამდენიმე საქმე აქვს ცენტს აღებული. ამიტომ მინდა მკაფიო იყოს, ფორმალურად ამ კონკრეტულ საქმეებში, კონკრეტული ადამიანები ვდავობთ, მაგრამ ამ საქმეს აქვს პრეცენდეტულ მნიშვნელობა და გავრცელდება ყველაზე ვინც ამ “ჭკვიანი კამერების” მიერ გადაღებული კადრების საფუძველზე დააჯარიმეს. ალბათ ბევრნი ხართ ასეთი.
კიდევ ერთხელ მადლობა ცენტრს და მის საუკეთესო იურისტებს, რომლებიც მთელი ეს დროა თავდაუზოგავად დგანან იქ, სადაც კი წინააღმდეგობას სამართლის არგუმენტი სჭირდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved