• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს საქმე ამით არ უნდა დასრულდეს, ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, რომ რეპუტაცის შელახვას არ შეარჩენენ ხელისუფლებას” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:44 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრება ვერ დაუმტკიცა პროკურატურამ, რაც ადრე არაერთხელ გითქვამთ „ალიაში“. თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ თაღლითობაში და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. ეს სამწლიანი ცირკი ამით დასრულდა, პროკურატურამ თავი შეირცხვინა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, ორივენი დასაჯეს, ძალა აჩვენეს.

– ეს გადაწყვეტილება თავიდანვე პოლიტიკური იყო და სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. მიზანი იყო მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია და ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა. ამ ვერდიქტში ეს კარგად ჩანს. სასამართლომ  ვერდიქტი გამოიტანა ისეთი მუხლებით, რომელიც ბრალში საერთოდ არ იყო, იქ ლაპარაკიც კი არ იყო თაღლითობაზე და ფულის გათეთრებას აბრალებდნენ. ეს იმას ჰგავს, თქვენ რომ გასამართლებდნენ მკვლელობის ბრალდებით და ქურდობის მუხლით მოგისაჯონ სასჯელი, როდესაც ბრალში ქურდობა ნახსენებიც არ იყო, ქურდობას პროკურატურა საერთოდ არ გედავებოდათ. ეს ყველაფერი სახის შესანარჩუნებლად დასჭირდათ და ამ სახის შენარჩუნების მიზნით, მორიგი განუკითხავობა მოაყოლეს და პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში გვაჩვენეს.

– შეიძლება ითქვას, მიაღწიეს საწადელს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასთან.

– კი, მაგრამ მეორეს მხრივ, კარგია, რომ გარეთ არიან და უარესი დანაშული  და სისულელე არ ჩაიდინა ხელისუფლებამ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს საქმე ამით არ უნდა დასრულდეს. ანაკლიის კონსორციუმი 1.5 მილიარდ დოლარს ედავება სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში და იქ პრობლემა აქვს ხელისუფლებას. გარდა ამისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეუძლიათ სამოქალაქო სარჩელი შეიტანონ  ქართულ სასამართლოში და მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. ანაკლიის პროექტს რომ თავი დავანებოთ, მათ ეს ზარალი სხვა მხრივაც მიიღეს – „თი–ბი–სი“ ბანკის მმართველობას იყვნენ ჩამოცილებულნი და იძულებით მოუწიათ ბანკის წილების გაყიდვა. ვფიქრობ, ეს უნდა გააკეთონ მათ, უნდა იჩივლონ და მოითხოვონ კომპენსაცია ზიანის ასანაზღაურებლად. სხვა ფაქტორებს თავი დავანებოთ, ორივენი პოლიტიკაში არიან და უნდა იბრძოლონ ისეთი პრეცენდენტის შესაქმნელად, რომ ამგვარი რამ ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს. ასევე, ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, რომ რეპუტაცის შელახვას არ შეარჩენენ ხელისუფლებას. ეს თუ არ გააკეთეს, შეიძლება ხალხმა იფიქროს, საკუთარი თავი ვერ დაიცვეს და ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვანო?

თეგები: გია ხუხაშვილიმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved