• რეკლამა
  • კონტაქტი
18:13, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სამი ფაქტორი გამოიყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის” – ზურაბ სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
21:10 08-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,113

ექიმი, ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:

ეს სამი ფაქტორი გამოიყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის, რადგან ისინი დაკავშირებულია ძლიერ სტიგმასთან და ადამიანების დამცირებისთვის ისეთ საზოდაოებაში როგორიც ჩვენ ვართ, ამიტომ ეს სამიშ იარაღი აქვს გამოყენებული
პროპაგანდას საზაგადოების დაშინებისთვის და ოპონენტებთან ბრძოლისთვის:
ნარკომანია – საზოგადოებაში ხშირად აღიქმება როგორც „მორალური სისუსტე“ და კრიმინალი არა როგორც დაავადება. ეს იძლევა საშუალებას ადამიანებს დაუკავშირონ კრიმინალთან, არასტაბილურობასთან და არასანდოობასთან.
ფსიქიკური დაავადება – ფსიქიკური აშლილობები ასოცირდება „გონებრივ არასრულფასოვნებასთან“ ან „საშიშრობასთან“. ისტორიულად სწორედ ეს გამოიყენებოდა ადამიანის დისკრედიტაციისა და იზოლაციისთვის. და გამოიყენებოდა დიაგნოზი დუნედ მომდინარე შიზოფრენია და ის “გიჟია”
სექსუალური იდენტობა – პატრიარქალურ საზოგადოების პირობებში ნებისმიერი გადახვევა „ნორმიდან“ ხშირად გამოიყენება როგორც საბაბი ადამიანის მორალური ავტორიტეტის დასანგრევად.
ამ სამივე ერთად ან ცალ-ცალკე ხშირად ხდება იარაღი პოლიტიკური, სოციალური ან პირადი ანგარიშსწორებისას, რადგან ისინი ეხება თემებს, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა და ემოციური რეაქცია.
ცოტა მაგალითებიც
საბჭოთა კავშირი:
ნარკომანია განიხილებოდა არა როგორც დაავადება, არამედ როგორც „ბურჟუაზიული გადახრა“. ოპოზიციონერებსა და არამორჩილ ინტელექტუალებს ხშირად აკერებდნენ „ნარკომანის“ იარლიყს. ეს საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას ეთქვა: „ისენი პოლიტიკაზე კი არ ლაპარაკობენ, უბრალოდ ნარკომანები არიან“.
აშშ 1970–90-იან წლებში („War on Drugs“):
„კრეკის ეპიდემია“ გამოიყენეს შავკანიანი თემების კრიმინალიზაციისთვის. ბევრ აქტივისტს და სამოქალაქო ლიდერს საჯაროდ უკავშირებდნენ ნარკოტიკებს, რაც ართმევდა მათ პოლიტიკურ გავლენას.
საქართველო:
ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ვიღაცისთვის პოლიტიკური ან სოციალური დისკრედიტაციაა საჭირო, ნარკოტესტების ჩადება ხდება მთავარი იარაღი. ერთი დადებითი ნარკოტესტი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი საზოგადოებაში „გაუნეიტრალდეს“.
ფსიქიკური დაავადება როგორც იარაღი
საბჭოთა იძულებითი ფსიქიატრია:
სისტემის კრიტიკოსებს „პარანოიდული შიზოფრენიის“ დიაგნოზს უსვამდნენ. ან დუნედ მიმდინარე შიზოფრენია ფსიქიატრიული კლინიკა იყენებდნენ როგორც ციხეს, მაგრამ უფრო ეფექტურად – რადგან საზოგადოება „გიჟების“ სიტყვებს აღარ უსმენდა.
ნაცისტური გერმანია:
ოპოზიციონერებისა და არასასურველი ჯგუფების ნაწილი გამოცხადდა „გენეტიკურად ფსიქიკურად დაავადებულებად“, რაც ამართლებდა მათ იზოლაციას
სექსუალური იდენტობა
საბჭოთა კავშირი:
ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ხშირად აქტივისტებსა და ინტელექტუალებს აბრალებდნენ „სოდომიას“, რათა გაენადგურებინათ მათი რეპუტაცია და კანონიერად დაეჭირათ.
აშშ 1950-60-იან წლებში („ლავენდერის შიში“):
მთავრობაში ჰომოსექსუალების ნადირობა დაიწყო. მიზეზი – მათ „შანტაჟისთვის იყენებდნენ“. სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკური წმენდა და იდეოლოგიური კონტროლი.
„გეი-იარაღი“ კვლავ აქტუალურია. აქტივისტების დისკრედიტაციისთვის საკმარისია მათი სექსუალური იდენტობის შესახებ ჭორის გაშლა, რადგან საზოგადოებაში სტიგმა ძლიერია.
ასეა ეს ამბავი სამწუხაროდ ყველა ეს აირაღი ამოღებულია და მანიპულირებენ ამითი
მადლობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

15:24 11-17-2025
რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი ამბები

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

13:40 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved