• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რუსეთისთვის საშინელი სიზმარია, არ გვეშინია, ჩვენს მხარეს ძლიერი იარაღია” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
03:35 03-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ კაბინეტში გადაღებულ, მორიგ მიმართვას აქვეყნებს. ის უკრაინის მოსახლეობას მიმართავს და ამბობს

 

 

“უკვე 12 დღეა, ომი გრძელდება და ჩვენ თავს ვიცავთ. ყველა მუშაობს და იქაა, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდიც ჩემს გვერდითაა. ჯარისკაცები ადგილზე არიან, ჩვენი გმირები, ექიმები, დიპლომატები, ლოჯისტიკა, ჟურნალისტები, ყველანი ადგილზე არიან და ყველანი ვიბრძვით. გამარჯვებისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო გახდება.

შეხედეთ დღეს ჩვენს ქალაქებს. ჩოპლინკა, მელიტოპოლი, ნოვატროიცკა, ხერსონი, სტარობილსკი… იქ ჯარი არ არის და ადამიანები თავს თავად იცავენ. მათი შეიარაღება მათივე სიბრძნეა. გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ჩვენია და არ დავთმობთ!

თითოეული უკრაინელი, რომელიც დღეს ან ხვალ ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებს, გმირია. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად მოედნებზე, ვაპროტესტებთ და არ გვეშინია, როდესაც მტერი წინააღმდეგობის დროს ცეცხლს გვიხსნის და ჩვენს დაშლას ცდილობს, თქვენ არ ნებდებით და ეს ნიშნავს, რომ არც ჩვენ დავნებდებით.

ის, ვინც ამბობდა, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ, ჩვენგან მსგავს რეაქციას არ მოელოდა. ჩვენ ისე გავერთიანდით და ხმა ისე ავიმაღლეთ, რაც მათ ქუჩებსა და მოედნებზე არასდროს გვინახავს. ეს რუსეთისთვის საშინელი სიზმარია. არ გვეშინია არც ტანკების და არც რაკეტების, რადგან ჩვენს მხარეს ძლიერი იარაღია – სიმართლე. დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება, რომელიც მტერმა ბომბებით მოიტანა, ჩვენს ქალაქებში არასდროს დარჩება, რადგან სიძულვილი ჩვენი არ არის.

ოკუპანტების მიერ დანგრეულ ჩვენს ქალაქებს იმაზე უფრო ლამაზად ავაშენებთ, ვიდრე ნებისმიერი ქალაქი რუსეთში. ენერგოდარი და ჩერნობილი, ქალაქები, სადაც მტერი შევიდა და არ ესმის, იქიდან რა უნდა აიღოს. უკრაინული არმია პოზიციებს ინარჩუნებს, ისინი მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ, თავს იცავენ და კონტრშეტევებზე გადადიან. ნებისმიერ ბოროტებაზე შურსაც ვიძიებთ. თითოეული რაკეტისა და ბომბისთვის, თითოეული განადგურებული ქალაქისთვის.

დღეს მაკაროვში, კიევის სიახლოვეს, პურის ქარხანა ააფეთქეს. რისთვის?! ძველი პურის ქარხანა იყო. დაფიქრდით… როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ მსგავსი რაღაც ჩაიდინო. ან თუნდაც, ჟიტომირში, 1862 წელს აშენებული ეკლესია გაანადგურო. ესენი ადამიანები არ არიან.

ჰუმანიტარულ დერეფნებზე შევთანხმდით და როგორც კი ამუშავდა, ამუშავდნენ რუსული ტანკებიც. რუსებმა ააფეთქეს და დანაღმეს გზები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად უნდა გამოგვეყენებინა. იმ ავტობუსებს წვავენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანადაა განკუთვნილი. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით პატარა დერეფანი გახსნეს, საიდანაც სულ რამდენიმე ადამიანი გადავიდა. ეს უბრალოდ ცინიზმი და პროპაგანდაა.

დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს ერს არ ვეტყვით, რომ მშვიდობა დამყარდა. ყოველდღიური ბრძოლა და თავდაცვა მოლაპარაკებებში უპირატესობას გვანიჭებს.

სამი წლის წინ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, მე და ჩემი გუნდი ამ შენობაში შემოვედით და დავიწყეთ ფიქრი სხვაგან გადასვლაზე. ჩემი ოცნებაა, ბანკოვსკაიას ქუჩიდან, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად სხვაგან გადავიდე და მივიდეთ ისეთ ოფისში, სადაც დემოკრატიული და ევროპული ატმოსფერო იგრძნობა.

ახლა კი გეტყვით, რომ მე აქ ვრჩები. ვრჩები კიევში, არ ვიმალები, არ მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც ომში გასამარჯვებლად იქნება საჭირო.

დიდება ჩვენს გმირებს! დიდება ჩვენს არმიას! დიდება უკრაინას!”

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, უკრაინელებმა ტყვედ 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი აიყვანეს.

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved