• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს, პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო” – ბაიდენი

ალია ავტორი - ალია
00:13 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის დეტალები ჟურნალისტებთან გაიხსენა.

“მე ძალიან პირდაპირი ვიყავი. ზრდილობიანად, მაგრამ ძალიან ნათლად ვთქვი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება: ისეთი ეკონომიკური შედეგები, რაც არავის უნახავს და არასდროს გატარებულა. მისი მყისიერი პასუხი იყო, რომ მან ეს გაიგო. 

გარდა ამისა, მე ვთქვი, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდა ნატოს ქვეყნებში, რათა აღმოსავლეთის მოკავშირეებს ერთგულება დავუდასტუროთ”. – თქვა ჯო ბაიდენმა. 

მისივე განცხადებით, პუტინთან ლაპარაკისას აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის, თუმცა, დასძინა, რომ რაც შეეხება სამხედროებს, ამერიკელი სამხედროების გაგზავნა უკრაინაში არ იგეგმება.

“ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეების მიმართ. მეხუთე მუხლის ვალდებულება უკრაინაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს.

ის რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, ამ ეტაპზე არ განიხილება. მაგრამ რაც მოხდება, რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო“. – განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

მან პუტინთან კიდევ ერთი საუბარი დააანონსა კვირის ბოლოს. 

თეგები: პუტინიჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved