• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რუსეთი არაა, ენერგოდარიდან დღეს მტერი შიშველი ხელებით განდევნეს, რუსების მონებს ამდენი თავისუფალი ადამიანი არასდროს უნახავთ” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
00:51 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,444

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:

“დიდებული ქვეყნის დიდებულო ერო,

მინდა უკრაინულ ქალაქებსა და მათ ერთგულ მცველებს მივმართო თავისუფალი უკრაინის სახელით, სადაც მზე მხოლოდ სასურველი სტუმრებისთვის ანათებს და ტანკზე შემსხდარი ტურისტებისთვის.

ბერდიანსკიდან ხერსონის ჩათვლით, თავისუფალ ადამიანებს მონებმა ცეცხლი გაუხსნეს. მონები მოხუც ქალს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ხელში თეთრი დროშა ეჭირა, ასევე ახალგაზრდა გოგოს, თეთრი პლაკატით ხელში. რუსების მიერ გამოგზავნილ მონებს ამდენი თავისუფალი ადამიანი არასდროს უნახავთ. ქუჩებში, მოედნებზე არასოდეს უნახავთ ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეიარაღებული მონების არ ეშინიათ. მონებისთვის თავისუფლება უცხოა.

ხერსონო, მედგრად იდექი, არასდროს დავივიწყებთ კადრებს, რომელიც დღეს ვნახეთ. დღეს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან ერთად იდგა. მილიონობით უკრაინელმა მსოფლიოს მასშტაბით, დაინახა, როგორი თავისუფლები ხართ, როგორ იბრძოდით და როგორ გინდათ დროებით წართმეული თავისუფლების დაბრუნება. ამ ავადმყოფებს იქ მშვიდი დღეები არ ელოდებათ. თითოეულ ოკუპანტს, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შავი ლენტი გადაეფარება. ჩვენ კი გამარჯვებას ისევე ვიზეიმებთ, როგორც ენერგოდარის მცხოვრებლები, რომლებმაც დღეს მტერი შიშველი ხელებით განდევნეს.

შავი ლენტი გადაეფარება მტერს ბერდიანსკშიც. მელიტოპოლშიც, კახოვკაშიც და ყველა ქალაქში, სადაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ.

ეს რუსეთი არაა, აქ წინააღმდეგობა სულშია გაჯერებული. 

უკრაინის არცერთ ნაწილში არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათი ქვეყანა მათზე არ ფიქრობს, ან არ ახსოვს. ყველა ჯერზე, როდესაც გტკივათ, გიმძიმთ, როცა ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ, გევედრებით, იცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და გული გვისკდება, რადგან ადგილზე ვერ ვართ. გთხოვთ, გაუძელით იქამდე, სანამ უცხოტომელებს არ გავყრით. თქვენი წინააღმდეგობა წარმატების გარანტიაა.

შემოჭრის დღიდან ახალი გმირები იბადებიან, ქალები და კაცები ჩვენი ქვეყნის დასაცავად დგებიან. ყველას, უკრაინის აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით, ჩრდილოეთით, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და საზღვარგარეთ მცხოვრებნი.

მტერს არ სჯერა, რომ ეს რეალობაა. მენდეთ, დავამახსოვრებინებთ, რომ მათი გზა ჩვენამდე არ მოდის. უკრაინულ ქალაქებში ფეხს ვერასდროს მოიკიდებთ. ვერც კიევში, ვერც ხარკოვში, ვერც ბერდიანსკსა და მარიუპოლში. იმ მარიუპოლში, რომელსაც ასე ანადგურებთ, მაგრამ მაინც მედგრად დგას.

დიდებული უკრაინის დიდებულო ერო – ამ სიტყვებს უბრალოდ არ ვამბობ, ეს ეხება ყველას, ვინც ქალაქშია, ვინც სოფელში ცხოვრობს, ვინც საზღვრებს გარეთაა. ვინც თავისუფალია და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმში, დონბასსა და ლუგანსკშია. ჩვენი უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ და არაფრის დალოდება არ შეიძლება.

მოგმართავთ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა იყოთ, ყველაფერი გააკეთეთ სამშობლოსა და ჩვენი ერის დასაცავად. იბრძოლეთ და დაეხმარეთ! განდევნეთ ოკუპანტები და მძარცველები, რომ უკრაინა გადარჩეს და თავისუფლად და ბედნიერად ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

დიდება უკრაინას!”

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved