• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა..”-ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:43 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
645

რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს, ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი ნაცებით გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას“.

„ამდენი მაგინებელი თუ ჰყავდა ნატოს მართლა არ მეგონა! ჩუმი მაგინებელი, შეპარვით და „ტექნიკურად“ კრიტიკოსები, თან სად უკრაინაში და საქართველოში! უკრაინაში გასაგებია, იმედები გაუცრუვდათ და მგონი ნეიტრალიტეტზეც თანხმდებიან. მაგრამ საქართველოში? ნახეთ ვინ იგესლება ნატოზე? დიდი პროდასავლური და დემოკრატიის იდეების „დამცველი“ ნიკა გვარამია! ნატო თვითონ არ იბრძვის, მაგრამ უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! ნატომ თავისი გამარჯვებისთვის უკრაინელი ხალხი გაწირაო! ხედავ, ეს ნატო ვინ ყოფილაო?! ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, ან რომელიმე ექსპერტს თავის მოსაზრებად დაეწერა მინიმუმ პუტინთან თუ არა შოიგუსთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად ნიკა გვარამია. არა და რასაც თავის ე.წ. ანალიზში წარმოგვიდგენს ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი „ნაცებით“ გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ. ერთი რამ კი ცხადია, ნაცებს კუდი ყველგან უჩანთ ხოლმე თან თუ რუსული ნარატივიცაა უფრო ხილული ხდება“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved