ოპოზიციის აქციაზე, რომელმაც ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლა, „ნაციონალური მორაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ნაცვლად, რეჟიმი უწოდონ.
„ჩემი თხოვნაა, არ უწოდოთ ,,ქართულ ოცნებას” ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი, რეჟიმი იძულებული გახდა, გაევრცელებინა კადრები. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, ეს რეჟიმი ბოლო დღეებს კი არა , შესაძლოა, ბოლო საათებს ითვლიდეს. ესაა რეჟიმი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ძალადობს. რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწოფო და ყველა ინსტიტუტი – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ.
კომენტარები