• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, ხუთშაბათი, 4 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რელსები, 5 მიცვალებული და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული, დიიიდი თვალები არ ამომდის თავიდან!”

ალია ავტორი - ალია
18:01 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ვაჟა კაკუშაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებ. იმიტომ რომ მე განვსხვავდები იმ ტიპებისგან, რომლებიც საკუთარ წარსულს დღევანდელი გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი ნიღბის დათრევით ფარავენ!

რაც ჩემი ნაცხოვრებია, იმას პოლიტიკოსის სტატუსის აფარება ვერასოდეს შეცვლის! ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი არ გაამართლებს ჩემს დღევანდელ საქციელს, მაგრამ აი თქვენ მოგმართავთ პირადად ბიჭებო, თქვენ: ის, რაც იყო, აღარ უნდა განმეორდეს! არასოდეს! ამიტომ მომიტევეთ, მაპატიეთ ჩემი ეს საჯარო “ბრალდება”.

ყველა ძმას ვიცნობდი თორაძეებში. არცერთთან არ მიძმაკაცია, არცერთთან საერთო არ მქონია, თუმცა ვიმეორებ – ყველას ვიცნობდი და ურთიერთობა იმედოდან დაწყებული (ყველაზე ავტორიტეტული ოჯახში, მიუხედავად იმისა რომ 11 და-ძმაში, ბოლოდან მესამე იყო და მასზე პატარა მხოლოდ 1 ძმა იყო), ლაშათი დამთავრებული (რომელთანაც ყველაზე მეტად მიწევდა შეხვედრა ხოლმე უნივერსიტეტის 1 კორპუსთან), ყველასთან მქონდა. ეს იყო თბილისური, ნეიტრალური, “ახლობლური” ურთიერთობა.

ბევრი იწერება და ბევრ ვერსიას მოისმენთ იმ ისტორიის შესახებ, რაც მოხდა. მე მხოლოდ იმის მოყოლას ვაპირებ, რამაც სამუდამო დაღი დაასვა ჩემს სიყრმისეულ ფსიქიკას და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 11 ჩემი ბავშვობის ძმა (და არა ძმაკაცი, არა მეგობარი) საკუთარი ხელით მყავს დასაფლავებული ისე, რომ ნიჩაბი (ლაფატკა) არ გვიხმარია და ყოველ მუჭა მიწას, ცრემლში არეულს ვაყრიდით…

როცა თორაძეების ამბავი მოხდა, იმ დღეს, უფრო სწორად იმ საღამოს, დავჯექით მთელი ბავშვობის ძმაკაცები, მთელი უბანი და ერთად გადავწყვიტეთ: მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდით რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მკვლელობის ჩამდენი პირებისაგან, ჩვენს მიმართ, თუ ჩვენ პანაშვიდზე მივიდოდით, მაინც აუცილებლად უნდა გამოგვეჩინა ყურადღება და დაგვეფასებინა გარდაცვლილები. სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, ამიტომ დაღამებას დაველოდეთ, მივიღეთ თავდაცვის დამატებითი ზომებიც და 3 ახალგაზრდა ბიჭი (ჩვენი ასაკი 20_22 წელს არ აღემატებოდა) სევასტოპოლზე, თორაძეების სახლს მივადექით… (დანარჩენებმა სტრატეგიული, ტაქტიკური და ზოგიერთმა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, უარი განაცხადა წამოსვლაზე)

აი აქ მოხდა ის, რამაც ჩემს ცხოვრებაში ასე ღრმა კვალი დატოვა: ზუსტად არ მახსოვს რომელი სართული იყო, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს რომ როგორც მრავალშვილიან ოჯახს, პრეზიდენტმა გამსახურდიამ მთელი სართული აჩუქა მათ. ეს ის დროა, არც დენი რომ არ არის და არც სურვილი რომ მზის ჩასვლის მერე ვინმე გარეთ გავიდეს. ავაღწიეთ ამ უბედურების სართულამდე… ვინაიდან უკვე სიბნელეა და საკმაოდ ცივი ამინდიც იყო როგორც მახსოვს, რკინის კარები დაკეტილი დაგვხვდა. ჯერ მოწიწებით დავაკაკუნეთ… პასუხად სიჩუმე… ცოტა უფრო ხმამაღლა ტონალობაზე გადავედით… ისევ სიჩუმე… ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ, როგორ მოვქცეულიყავით და ამ დროს გოგოს ხმა გავიგეთ-რომლები ხართ? ავუხსენით, იქიდან საუბარში სხვებიც ჩაერთვნენ და ბოლოს გადაწყვიტეს რომ ჩვენი შეშვება შეიძლებოდა.

და დაიწყო შეშვების პროცესი. გვესმის რკინის ხმები, გოგოების გაჭინთული, გაურკვეველი ქმედებების ხმებში არეული. კაი ხნის წვალების და რკინების ბრახუნის შემდეგ კარები გაიღო. რაც შიგნით დაგვხვდა, ეს ჯოჯოხეთიდან გადმოტანილი რაღაც სიურეალისტური სცენა იყო… დიდ ზალაში დედ-მამა და 3 ვაჟკაცი ესვენა. ოთახის კუთხეებში ბავშვები და გოგოები იჯდნენ მიყუჟულები. არავინ ხმას არ იღებდა. მე ვერ გავძელი. ისევ შემოსასვლელში გამოვედი. შემოსასვლელი ვიწრო კორიდორი იყო. რომ გადავხედე, სანთლის შუქზე, მაშინ მივხვდი რა ხმებიც გვესმოდა გარეთ მომლოდინეებს. მატარებლის 2 რელსის ნაჭერი იყო კედელზე მიყუდებული. როგორც ჩანს, შეშინებული(ან, როგორ არ გაიქცნენ სახლიდან, ეს არის გასაკვირი…) გოგოები, ვიწრო კორიდორის, კარებიდან მოპირდაპირე მხარედან, ჩაჭედილი რელსებით იცავდნენ რკინის კარებს, რომ არავინ შევარდნოდათ ასეთი უბედურების ჟამს!

აი ეს რელსები, 5 მიცვალებული ოჯახში და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული დიიიდი თვალები არ ამომდის თავიდან!!!!! ეს არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს!!!! არასოდეს!!!! არ დავიწყებ კონკრეტულად არავისზე ლაპარაკს! უბრალოდ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს არასოდეს!!!! ზაზა, გია, პაატა, კახა… რამდენი სწორი, მშვიდობისა და ძმობის მქადაგებელი მოკლეს იმ პერიოდში, მხოლოდ იმიტომ რომ სიკეთე დაჩაგრულიყო და “ბოროტებს” გაემარჯვათ!

P.S. ზუსტად ვიცი რამხელა შეურაცხყოფად ჩამითვლიან ამ ამბის მოყოლას ბევრი იმათიანი. ნელაააა!!!! ფეხი არ ამოგიბრუნდეთ!!!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია

13:06 09-04-2025
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები

12:20 09-04-2025
„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:49 09-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved