• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რა დღეში იყავი ბიჭო!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:49 05-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,229

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

1945 წლის 7 მაისს, 02:41 საათზე რეიმსში, დუაიტ ეიზენჰაუერი-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში, ხელი მოეწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს. დოკუმენტი ძალაში შევიდა 8 მაისს, 23:01 საათზე.

იოსებ სტალინი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ კაპიტულაცია ბერლინში არ გაფორმდა და საბჭოთა მხარეს შედარებით ნაკლები სიმბოლური როლი ჰქონდა. მან მოითხოვა რომ გერმანიის მხარეს კაპიტულაციის აქტზე საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა ბერლინში, ამიტომ მოგვიანებით, 8–9 მაისის ღამეს, ბერლინში შედგა კაპიტულაციის მეორე, საზეიმო ხელმოწერა.

რასაც ვწერ ესაა ისტორიული ფაქტი. სწორედ ამიტომ თვლის ყველა ცივილიზებული ერი, ნებისმიერი პატიოსანი ისტორიკოსი და სწორად ინფორმირებული ადამიანი 8 მაისს მოკავშირეებსა და გერმანიას შორის ომის დამთავრების თარიღად.

ათწლეულები განმავლობაში სსრკ-ს იდეოლოგები, მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ომი სინამდვილეში დამთავრდა 9 მაისს. ასე ეწერა ისტორიის წიგნებში, რომლითაც ასწავლიდენენ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ტყუილზე გაიზარდა თაობები.

უკვე 21 სააუკუნის ოციან წლებში ან როგორი უვიცი, ან როგორი ჰომო სოვეტიკუსი უნდა იყო, ან როგორი მოწამლული საბჭოთა აზროვნება უნდა გქონდეს, რომ 9 მაისზე პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დაწერო: – “სწორედ ამიტომ გახდა ეს თარიღი შეტევის სამიზნე. ისინი, ვინც ერის იდენტობის შეცვლას ცდილობენ, მოგვიწოდებენ „კრიტიკულად გადავიაზროთ“ ჩვენი წარსული, დავგმოთ მისი საბჭოთა ხასიათი, გავუთანაბროთ ფაშიზმს და გადავაყოლოთ მას ყველაფერი, რაც კი იმ დროს შექმნილა, აშენებულა თუ განვითარებულა.”

ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა საოცარ სიბრიყვეს წერს ეს კაცი! როგორ შეიძლება რომელიმე ქართველმა მითუმეტეს მთელმა ერმა (!) თავისი იდენტობა დაკარგოს იმით, თუკი ისტორიულ ფაქტს აღიარებს და იტყვის, რომ გერმანიასთან ომი დასრულდა 7 მაისს რეიმსში რეიხის წარმომადგენლების მიერ კაპიტულაციის აქტზე ხელი მოწერით? რა საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას ამ ფაქტის აღიარება? მითუმეტეს, როცა 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელს აწერს მათ შორის სსრკს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ივან სუსლოპაროვი.

პაპუაშვილის განცხადების მავნებლობა იმაშია, რომ საბჭოთა და თანამედროვე რუსული იმპერიული იდეოლოგების მიმდევრების მსგავსად, ის ამ ორ თარიღს ერთმანეთს უპირისპირებს. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ამ ამბავს არასდროს ასე არ აღიქვამდნენ. პირიქით, ისინი აღნიშნადნენ 8 მაისს ევროპის დღეს და წლების განმავლობაში რუსებთან ერთად მონაწილეობდნენ 9 მაისის აღნიშვნაში, რითაც კიდევ ერთხელ უსვამდნენ ხაზს საბჭოთა სახელწმიფოს და იქ მცხოვრები ხალხების განსაკუთრებულ როლს ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, პატივს მიაგებდნენ იმ უზარმაზრ მსხვერპს, რომელიც გაიღო საბჭოთა კავშირმა. მაგალითად:

1995 წლის მოსკოვის წითელ მოედანზე ომის დასრულების 0 წლის იუბილე დაესწრნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ჯონ მეიჯორი, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი;

2005 წლის 60 წლის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდნენ აშს-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი,გერმანიის კანცლერის გერჰარდ შრიოდერი და სხვები;

2010 წლის 65 წლის საიუბილო სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ NATO-ს ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებიც და ა.შ.

დასავლელი ლიდერების მონაწილეობა 9 მაისისადმის მიძღვნილ ღონისძიებებში პრაქტიკულად შეწყდა უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, რადგანაც პუტინის ხელისუფკების 9 მაისის აღლუმი დასავლეთში უკვე აღიქმება არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების, არამედ თანამედროვე რუსული სახელმწიფო იდეოლოგიისა და სამხედრო ძალის დემონსტრირების ინსტრუმენტადაც.

ისე, ხომ წარმოგიდგენიათ რა მძიმე ცხოვრება, რა ტანჯვა წამება აქვს გავლილი ბატონ პაპუაშვილს!? გული მეწვის პირდაპირ, რომ ვაანალიზებ რისი გადატანა მოუწია მას, როცა ათწლეულების განმავლობაში, ჯერ გერმანიის მთავრობის ფულით ნასწავლი, შემდეგ კი გერმანიის სამთავრობო უწყებებში მომუშავე ეს ახალგაზრდა კაცი იცავდა თავს “მტარვალი გერმენელებისგან” საკუთარი ქართული ედენტობის შესანარჩუნებლად ! ეს რა დღეში იყავი ბიჭო!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved