• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია, აიცერით, ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:59 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული:

“კოვიდპანდემიის განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა ერთი აქსიომა: კლინიცისტებმა ბევრად უფრო უკეთ და ადრე შეძლეს მოვლენების წინასწარმეტყველება, ვიდრე ეპიდემიოლოგებმა. აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზი არის ვირუსის ქცევის ლოგიკის განსხვავებული ასპექტები. კლინიცისტი მსჯელობას იწყებს ემპირიული მონაცემების საფუძველზე. როცა ფაქტობრივი მასალა საკმარისად დაგროვდება, მერეღა ახერხებენ ეპიდემიოლოგები სტატისტიკის ლოგიკურად განხილვა-დალაგებას. ცხადია გონიერ, გამოცდილ კლინიცისტებზეა საუბარი. მათზე, ვინც პაციენტებს უშუალოდ მკურნალობს და აკვირდება.

ნიუ იორკმა შარშან ყველაზე სასიკვდილო დარტყმა მიიღო კოვიდისგან. ვაქცინაცია ყველაზე ინტენსიურად ამიტომაც წარიმართა ამ უზარმაზარ მეტროპოლიაში. დელტა ვირუსი ივლისიდან მოყოლებული აქაც დომინანტური გახდა. ფაიზერისა და მოდერნას ეფექტურობა ახალი შტამის მიმართ 90%-დან 80%-მდე ჩამოვარდა, მაგრამ!!!! მაგრამ დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჰოსპიტალიზაციების წინააღმდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა როგორც ადრე იყო 92-95%, ისევ ისეთივე დარჩა. კლინიცისტებს არ შეუმჩნევიათ მძიმე შემთხვევების მატება თავიანთ საავადმყოფოებში. ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია. ნიუ იორკში 70 % მდეა აცრილთა რაოდენობა. 35% იან მისისიპიში კი საველე ჰოსპიტლებს შლიან უკვე.

აიცერით!!!

ვისაც გადატანილი გაქვთ და რამდენიმე თვეა გასული, აიცერით. მისდიეთ ოფიციალურ გზამკვლევებს. აიცერით ხარისხიანი ვაქცინებით და შეეშვით სულელურ მითებს “ტრადიციულ”, უფრო “მსუბუქ” ვაქცინებზე. – თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო – ქართული ანდაზაა, გაიხსენეთ.

ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს, რომლებიც დაუღალავად თესავენ ეჭვსა და შიშს დასტრესილ ხალხში. აიცერით!

გვახსოვდეს, ამ რამდენიმე თვეში ჩვენ არ გვაქვს იმის რეალური შანსი, რომ გამოვცვალოთ მთავრობა, ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი და მთლიანად ქვეყანა, ამიტომ ნუ გადავეშვებით უაზრო პოლიტიკურ ფილოსოფიებში ახლა, უბრალოდ ავიცრათ და გადავრჩეთ. მერე, თუ ხალისი შეგვრჩება, გავიაზროთ კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, თუ მთავრობა უვარგისია ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, უვარგისია ჯანდაცვაშიც!

მაგრამ ახლა უნდა გადავრჩეთ!””

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved