ზურაბ ნადირაძე:
“უბნის თონესთან, შოთის პურის რიგში ლოდინისგან ცოტა მოწყენილობა იყო და ერთმა მომხდურმა ქალბატონმა კარგ ხასიათზე დაგვაყენა, 12-15 კაციან რიგთან მედიდურად მოვიდა და სვეცკურად მოტეხილი მარჯვენა ხელის მტევნის საჩვენებელი თითით თონისკენ მინიშნებით იკითხა, – ეს პური მარილიანიაო?! (ნუ, თუ მარილიანია, რას ჭამთ ვაი თქვენს პატრონს უბედურსო, იგულისხმა) 

აბა, იქ ამბავი ატყდა, ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ ალბათ იმის მოლოდინში, ვინ უფრო საკადრისად უპასუხებდა, ზედმეტად უხერხული სიტუაცია რომ მეტ-ნაკლებად რომ გაგველაითებინა
. გვერდით სუპერმარკეტში გამოყოლილი ჩემი მეუღლე მაკა მედგა და ვიცი რომ მაგრად “ეკეტება” ასეთ გამოხტომებზე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ ქალს “არ აპატიებდა”, არც აცია არც აცხელა და, – კი მარილიანია ქალბატონო, მაგრამ ჩვენ უმარილო საცივში უნდა ამოვაწოთ და მაგით გავანეიტრალებთო




ის ქალი ცივად, უკომენტაროდ დაგვშორდა, იქ მდგომებმა კი სულ სიცილ-ხარხარით გავლიეთ რიგი, მერე ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა და კარგი განწყობითაც დავემშვიდობეთ ერთმანეთს



ბედნიერ, სიკეთით სავსე და კარგი განწყობების წელს გისურვებთ 

გარდამტეხი წელი ყოფილიყოს 2023 სრულიად საქართველოსთვის
“

კომენტარები