• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს პროკურორები ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ” – რა სიას აქვეყნებს ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
15:26 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ოლიგარქიის საყრდენი” პროკურორები დაასახელა და მათი სანქცირება მოითხოვა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ქვემოთ ჩამოთვლილი პროკურორები ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

“ოთარ ფარცხალაძე არის ერთი მხრივ ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, რაც მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი “დამსახურება” ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.

ის პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომლის გადაყენებაც მოუწიათ ხორავას საქმის გამრუდების გამო, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი – ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე – ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და ღარიბაშვილის ორჯერ თქმა არ სჭირდება ისე ასრულებს პოლიტიკურ დავალებას.

ჯარჯი წიკლაური – არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამასა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ მონაწილე იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გადმოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები, ესენია: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.

მიხეილ სადრაძე – მან აღძრა “კარტოგრაფების საქმე”. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და იყო ჩართული ამ რუსულ სპეცოპერაციებში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.

ამირან გულუაშვილი – ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. „რუსთავი 2“-ის საქმე, ნიკა გვარამიას საქმე, კარტოგრაფების საქმე, ნიკა მელიას საქმე – ანუ პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.

რევაზ ბაღაშვილი – შედარებით ჩრდილში მყოფი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ჰყავს ღირსებული ბიზნესმენები, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved