„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება.
ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ– იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში – კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი.
ახლა მთლად საოცარი გავიგე. ეს ჯილდო თურმე კოვიდ—ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული უდიდესი საქმიანობისთვის მიუნიჭებიათ ივანიშვილისთვის. არა, ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგებია დამნაშავე, თუმცა…“ – წერს ნათელაშვილი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.
კომენტარები