• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ფრანგ ფოტოგრაფს საქართველოში ბინადრობის უფლება შეუზღუდეს

ალია ავტორი - ალია
14:53 03-28-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

საქართველოში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფი ამბობს, რომ მისი წინააღმდეგ პირადი შურისძიებაა დაწყებული. ფრანსის პრიმერკის ინფორმაციით, მას ჯერ ბინადრობის უფლება მიანიჭეს, რამდენიმე კვირაში კი დოკუმენტი გაუუქმეს.

პრიმერკის მოსაზრებით, ამის მიზეზი მისი საქმიანობაა საქართველოში. ის ერთ-ერთია, ვინც ღიად უჭერს მხარს უწყვეტ პროტესტს ქვეყანაში და ცდილობს საკუთარი საქმიანობით გააცნოს საკუთარ აუდიტორიას, როგორი მეთოდებით ებრძვიან საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადანიანებს.  იმის გამო რომ მას ახსნა-განმარტებები არ მისცეს, თუ რის გამო ეუბნებიან ქვეყანაში ცხოვრებაზე უარს, ფრანგმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა სამართლებრივი დავა დაიწყოს.

ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც – წერს ფრანსის პრიმერკი.

“9 მარტს ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
26 მარტს ის გაუქმდა უარყოფილ იქნა.
მიზეზის გარეშე. ყოველგვარი ახსნის გარეშე.
ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა  ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას.
ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება.
მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ.
და დღეს ცდილობენ ჩემი გაჩუმებას.
თუ ჩვენ გავჩუმდებით, ასეთი პრაქტიკა ნორმად იქცევა.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სწამს სამართლიანობის, თავისუფლების და ღირსების:
👉 გააზიარეთ ეს ინფორმაცია
👉 გაავრცელეთ ხმა
👉 აჩვენეთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ
ქვეყანა არ შენდება შიშით —არამედ იმ ადამიანების სიმამაცით, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.”
“საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მომცეს უფლება გავაგრძელო ცხოვრება საქართველოში
ქვეყანაში, სადაც უკვე წლებია ვცხოვრობ.
ქვეყანაში რომელიც უბრალოდ არ დამიკავია არამედ შემიყვარდა.
საქართველო ჩემთვის უბრალოდ ადგილი არ არის.
ეს არის მიწა, რომელმაც მიმიღო  ხალხი, რომელმაც კარი გამიღო
სახეები, მეგობრობა და მომენტები, რომლებმაც ღრმად შემცვალეს.
აქ მე მხოლოდ ცხოვრება არ ამიშენებია
აქ მე კავშირი შევქმენი.
ეს ქვეყანა შეგნებულად ავირჩიე.
გულწრფელად ჩავერთე მის ცხოვრებაში  ადამიანურად, კულტურულად.
ვცდილობდი, ჩემი გზით, გამეტანა მისი ხმა და სილამაზე მის ფარგლებს გარეთ,
პატივისცემით, აღფრთოვანებით და სიყვარულით.
დღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეულია.
რადგან ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის
ეს ეხება იმ კავშირს, რომელიც ამ ქვეყანასთან შევქმენი.
და მაინც, არაფერს ვნანობ.
რადგან ყოველთვის ვიმოქმედე ჩემი ღირებულებების შესაბამისად
თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა.
და ამ ღირებულებებს დავიცავ ბოლომდე.
უმოქმედოდ არ დავრჩები.
ამ ქვეყნისადმი პატივისცემით,
და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ მხარში მედგა,
დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას.
ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც,
ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც.
რადგან ეს კავშირი ვერ წაიშლება ერთი გადაწყვეტილებით.
რადგან ასეთ ქვეყანას ასე მარტივად ვერ ტოვებ
მისთვის იბრძვი.
საქართველო ჩემი ნაწილია.
რაც არ უნდა მოხდეს.
და მე არ დავნებდები.” | წერს სოციალურ ქსელში ფრანგი ფოტოგრაფი, ფრანსის პრიმერსკი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved