• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ომი გაგრძელდება წლები” – რას წერს იაგო ფრანგიშვილი ?

ალია ავტორი - ალია
20:24 10-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

აშშ. ში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რუსეთ – უკრაინის ომზე :

 

“საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გარეშე ეს ომი გაგრძელდება წლები
და ეს მანამდე, სანამ უკრაინის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი არ დატოვებს ქვეყანას,
საომარ ზონების მოსახლეობის 90% სანამ არ დატოვებს მის საცხოვრებელ ადგილს,
სანამ ყირიმის მოსახლეობის 90% არ დატოვებს ყირიმს,
და
სანამ რუსეთის მოსახლეობის მინიმუმ 30% არ დატოვებს რუსეთს.
პუტინის მიზანია ტერიტორიაზე კონტროლი, გინდაც არასრული კონტროლი, ოღონდაც მთავარია რომ ხალხისგან იყოს ტერიტორია დაცლილი.
ამ მიზანს პუტინი ჯერჯერობით ისრულებს.
რუსეთშიც მხოლოდ ის უნდა დარჩეს, რომელიც თანახმაა ხის კალაშნიკოვით და უბატინკოდ წავიდეს ომში
და რუსეთშიც მხოლოდ ის პოლიტიკოსები თუ ოპოზიცია უნდა დარჩეს, ვინც პუტინს გააკრიტიკებს, უკრაინა მიწასთან რატო არ გაასწორეო.
ჯერჯერობით ამ სურვილსაც ისრულებს პუტინი.
პუტინს და ზოგადად რუსულ სახელმწიფო დოქტრინას უკვე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული არ აინტერესებს არც ეკონომიკური წარმატება, არც ფული.
უმთავრესი არის ხალხისგან დაცლილ ტერიტორიებს უწოდოს ,,რუსეთი,,.
რუსული სამხედრო ეკონომიკისა და ჯარისათვის რუსეთს ესაჭიროება მაქსიმუმ მოსახლეობის 10%, მეტი არა.
რუსული წიაღისეულის ამოღება გაყიდვისათვის კიდე 20% მაქსიმუმ.
ტექნოლოგიას ჩინეთიდან მიიღებს.
ასე რომ
პუტინის რუსეთის ფუნქციონირებისათვის სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსახლეობის მაქსიმუმ 50%.
ჯანდაცვასაც ისე დააგდებს, რომ 70 წელს ვერავინ გადასცეს – ესეც კმარა.
თუკი ადამიანებისა და მუშახელის რესურსში გაუჭირდა, აგერაა ჩინეთი.
თუკი ვინმე ფიქრობთ, რომ რუსეთი და პუტინი ნაციონალისტებია ან რაიმე რელიგიის მიმდევრებია, სცდება
რუსეთი დასაბამიდან იყო მრავალი ეთნოსის ქვეყანა – მთავარია ის, რომ მოქალაქე თავს თვლიდეს რუსი თუ საბჭოთა კავშირის ერთგულად, სურდეს რუსეთი ერქმევა თუ სსრკ, აი ამ სახელმწიფოს ჰეგემონია, საშინელი შიში ჰქონდეს ყველას აი იმ რაღაცისა, რასაც ჰქვია რუსეთი თუ მერე სსრკ იყო.
აი ამ მნიშვნელოვან მიზნებს და მისწრაფებებს თუ გავითვალისწინებთ,
ყველაფერი ხდება ისე, როგორც აი ამ დოქტრინას შეესაბამება.
ერთადერთი ხსნა და გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისაა,
რომ უნდა დაიხუროს საჰაერო სივრცე უკრაინის, ბალტიის ზღვის და შავი ზღვის თავზე.
მერე კი, არც იქნება საჭირო ვინმეს მიაწოდო დიდი ტექნიკური აღჭურვილობა.
საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის შემდეგ არამარტო ეს ომი, არამედ რეგიონის ყველა კონფლიქტი მოგვარდება
მოლაპარაკებით
წინააღმდეგ შემთხვევაში მივდივართ არა მსოფლიო ომისაკენ თუ ატომური იმისკენ,
არამედ პერმანენტული ეთნიკონფლიქტებისაკენ.
რუსეთის ირგვლივ კი მინიმუმ 200 ეთნოსია
აზიის ყოფილი რესპუბლიკები
კავკასია
უკრაინა მოლდოვის რეგიონი
ბალტიისპირეთი
ბალკანეთი და შიდაევროპა.
დასავლეთ ევროპის ეთნოკონფლიქტური პოტენციალი
აი ამ ყველაფრის შეჩერების წინაპირობას წარმოადგენს საჰაერო სივრცის სრული ბლოკირება.
და ეს შესაძლებელია.
გამოჩნდება ჰაერში რაკეტა თუ ბომბდამშენი? ეგრევე უნდა ჩამოხსნას ჰაერიდან ნატოს ძალებმა.
არცერთი ქვეყნის არცერთი მფრინავი ობიექტი არ უნდა მოძრაობდეს ჩაკეტილი ცის სივრცეში.
ეს ტექნიკურად იმაზე გაცილებით ადვილია და იაფია, ვიდრე იარაღის მიწოდება და ლტოლვილების ნაკადით გამოწვეული კატასტროფა.”
თეგები: იაგო ფრანგიშვილირუსეთ-უკრაინის ომისაჰაერო სივრცე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved