• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ნიშნავს მეორედ დევნას — ამჯერად არა ომით, არამედ „მშვიდობიანი“ და „ეკონომიკური“ ფორმით” -. თამარ ბელქანია

ალია ავტორი - ალია
04:48 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,135

ისტორიკოსი, წალენჯიხის მერის (გია ხარჩილავა) ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია:

გავრცელებული ინფორმაციით, (BMG) რეორგანიზაციის სახელით სახელმწიფო შპს „ენგურჰესი“-ში 400–500 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
ეს არ არის უბრალოდ საკადრო ცვლილება — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ომის პერიოდში სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩენილიყო. ვინც კეთილდღეობაზე უარი თქვა, რათა შეენარჩუნებინა ეროვნულობა საკუთარ მიწა-წყალზე. იცხოვრეს გაჭირვებით, უუფლებოდ, შიშითა და შეზღუდვებში, აღზარდეს შვილები ჩუმად, ასწავლეს ქართული ენა, საქართველოს ისტორია და მთელი გულით შეაყვარეს საქართველო. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შევიწროებას უძლებდნენ, თავისუფალ ცხოვრებაზე უარი თქვეს ეროვნულობისთვის და გადარჩენაზე ორიენტირებულ პირობებში ცხოვრობდნენ.
დღეს სწორედ ამ ხალხს საწარმოს ახალი მენეჯმენტი ფაქტობრივად იძულებით ათავისუფლებს სამსახურიდან — აიძულებენ „ნებაყოფლობით“ დაწერონ განცხადება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ენგურჰესის თანამშრომელთა 70–80% ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. იქ არ არსებობს სხვა დასაქმების ობიექტი, სადაც ისინი შეძლებენ საარსებო მინიმუმისთვის საკმარისი შემოსავლის მიღებას. დასაქმებულთა დაახლოებით 90%-ს აქვს საბანკო ვალდებულებები, უმეტესობას — ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და კომპანია მათ ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფდა დაზღვევით.
ამ გადაწყვეტილებას პირდაპირი შედეგი აქვს:
➡ სოფლების დაცლა
➡ ქართველების განდევნა
➡ დემოგრაფიული რღვევა
➡ სოციალური კატასტროფა
➡ ეროვნული უსაფრთხოების რისკი
➡ ტერიტორიული მთლიანობის დასუსტება, უიმედობა, ნიჰილიზმი.
ეს ადამიანები იყვნენ და არიან ცოცხალი ხიდი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.
ენგურჰესი არ არის ჩვეულებრივი საწარმო — ეს არის ბოლო ქართული ინსტიტუციური ყოფა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ იქ დასაქმებული ქართველები იძულებით დატოვებენ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს მეორედ დევნას — ამჯერად არა ომით, არამედ „მშვიდობიანი“ და „ეკონომიკური“ ფორმით, სახელმწიფოს ხელით.
ეს გადაწყვეტილება სცდება ეკონომიკას, ბიუჯეტს და ადმინისტრირებას.
ეს არის დემოგრაფიული, სოციალური, ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
👉 მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შპს „ენგურჰესის“ მენეჯმენტს და შესაბამის სამინისტროებს —
გაითვალისწინეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ტექნიკური პროცედურა.
👉 ასეთ თემებზე „რეორგანიზაცია“ ვერ იქნება უბრალო ფორმალური აქტი.
👉 აქ მოქმედებს ეროვნული ინტერესის პასუხისმგებლობა.
#წალენჯიხადღეს
#ენგურჰესი
#ქჯვარი

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved