• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მთავარ ამბად უნდა ჩაიწეროს პუტინის პოლიტიკის საბრალდებო საქმეში!” – ესმა კუნჭულია

ალია ავტორი - ალია
04:04 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249
ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია:
“ასჯერ შემხვდა ეს ამბავი და ასჯერვე სწრაფად ჩავსქროლე და მერე ასჯერვე ვიდარდე, რომ ვერა და ვერ გავუსწორე ამ სისასტიკეს თვალი.
და ბოლოს გადავწყვიტე, ჩვენი ცრემლი დავადევნოთ ამ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ისტორიას დედამიწაზე უკანასკნელი ომიდან და დიდ სასამართლოზე საბრალდებო დასკვნაში ჩაეწეროს ამ ომის დამკვეთს.
ფრთხილად მივუახლოვდი ამ ტრაგედიას: ჯერ მარინას გვარი ვიპოვე, მერე მისი ფრისბუქ-გვერდი ვნახე, ბოლოს მეგობრის და დედის ნაამბობი წავიკითხე…
42 წლის მარინა მეთი ფულს დიდხანს აგროვებდა და საკუთარი ბინა იყიდა, კიევის ოლქში, ქალაქ ირპენში. იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ათასი გეგმა ჰქონდა…
ბინა იყიდა, გაარემონტა, მოაწყო და ომიც დაიწყო – რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.
მარინას უფროსი შვილი 22 წლის ჰყავს და მეგობართან გადასულა საცხოვრებლად, უმცროსი 9 წლის ივანი კი მასთან ცხოვრობდა…
2 დღის წინ, ოკუპანტებით სავსე ირპენიდან სოფელ რომანკოვოში წასვლა გადაწყვიტა. ჩემოდნები ჩაალაგა, ტაქსი გამოიძახა და ივანთან ერთად სადარბაზოდან გავიდა…
ოკუპანტის ტანკმა დედა-შვილს მიზანში ესროლა და ადგილზე დაფლითა….
მეზობლებმა მარინა და ივანი, იქვე, კორპუსის ეზოში დაკრძალეს… საფლავის ბორცვზე ფიცრები ჩაარჭვეს და ზედ დედა-შვილის სახელები დააწერეს!
ეს ამბავი მთავარ ამბად უნდა ჩაიწეროს პუტინის პოლიტიკის საბრალდებო საქმეში!! და არა მხოლოდ ცრემლი, ჩვენ, ყველამ – კაცობრიობამ – ამ ამბით უნდა შევაჩეროთ ბოროტების მრისხანე მანქანა!
პ.ს. Marina Met მარინას ბოლო გაზიარება ფეისბუქ გვერდზე – 7 წლის დაჭრილი გოგონას ამბავი აქვს, ვისაც დედა და ძმა დაეღუპა და თავზე ოპერაციას უკეთებდნენ… ალბათ, რამდენჯერ წარმოიდგინა იმ პატარა უდედოდ დარჩენილი გოგოს სახე… და გაიფიქრა, რომ ამ სასტიკ ომში ქალებს და ბავშვებს კლავენ
იმ ტანკმა ყველა დედას და ყველა შვილს ესროლა!!! ის ტანკი უნდა შევაჩეროთ!!
მარინა მეთი და ივან მეთი – ეს გმირი დედა-შვილის სახელია!!!”
თეგები: ესმა კუნჭულიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved