01:11, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025

“ეს მნიშვნელოვანი წამოცდენა არ უნდა გამოგვრჩეს…” – რა წამოცდა შს მინისტრს? – ვიდეო

მარკეტოლოგი, იაკობ ჯანგავაძე:

“ეს მნიშვნელოვანი წამოცდენა არ უნდა გამოგვრჩეს,

აქ მინისტრმა თქვა, რომ არ იცის ტრაგედია რამდენ ხანში დატრიალდა, როცა ტრაგედიიდან მესამე დღესვე დადო ანგარიში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ითქვა რომ ღვარცოფული პროცესი განვითარდა (დაახლეობით) 10 წუთში.
1. ტრაგედიის მე-11 დღესაც კი არ აქვს მათივე სააგენტოს ანგარიში (რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სტიქიასთან მიმართებაში) წაკითხული შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს ერთი ტრაგედია.
2. ანგარიშში წერია სავარაუდო დრო (10 წუთი), რომელზეც აქ მინისტრი ამბობს რომ საკმარისი დროა, თუ წინასწარი შეტყონების სისტემა დამონტაჟებული იქნებოდა.
ანუ, სულ მცირე 24 სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, წინასწარი შეტყობინების სისტემა თავის დროზე რომ ეყიდათ.
იმედია ამის შემდეგ აღარ დაისმევა კითხვა, პასუხისმგებლობა რა ნაწილში ეკისრება ხელისუფლებას და მის თითოეულ წევრს.”

 

http://

 

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შეფასებაშია ნათქვამია:

“ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით,  სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.”

 

“შესაძლოა, ამან გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება” – გარემოს ეროვნული სააგენტო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი