ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,წლების წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მე კი მის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა, ერთ დღეს, სამცხედან მოვდიოდი, ლაშქრობიდან, ავტოსტოპით, ერევნელმა მძღოლმა გაგვიჩერა, გაგიყოლებთ თბილისის გავლით ერევანში მივდივარო.
გზაში სააკაშვილის ლანძღვა დაიწყო. ვაცნობიერებდი, რა, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ლანძღავდა უკვე მეორედ არჩეულ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის ლანძღვაც პირად ლანძღვად მივიღე, მკვეთრი წინააღმდეგობა გავუწიე. რამდენიმე საათში, თბილისში რომ ჩამოვედით და დავემშვიდობეთ, მითხრა, ყოჩაღ თქვენ, რა ხალხი ყოფილხართ, როგორ პატივს სცემენ თქვენთან პრეზიდენტის ინსტიტუტსო.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი? – იმიტომ, რომ არის რაღაც, სადაც ვინმე ერთი მოხელის კი არა, ჩვენი სახე ჩნდება. გვინდა თუ არ გვინდა ასეა. იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება თუნდაც დამნაშავე წინამორბედს, როგორ იცავს მის უფლებებს, როგორ ფრთხილობს სასჯელის მიცემის პარალელურად, ეს მხოლოდ სააკაშვილი და ეს მხოლოდ ივანიშვილი არაა, ეს ვართ ჩვენ. ეს ღირსება გვჭირდება ჩვენ, სხვას არავის.”
კომენტარები