• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მიმართვა ოფიციალურ შეთავაზებად ჩათვალონ” -. რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
05:45 11-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,872

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

უნდა მისცე კომენტარი საინფორმაციო კანალიზაციის კოლექტორ TV იმედს თუ არა? ათასში ერთხელ ალბათ კი, მათი პროპაგანდა ოდნავ მაინც რომ გააბათილო. თუმცა მათი მიზანი სიუჟეტის ისე აწყობაა, რომ კომენტარში წამგებიანი კუთხით გამოგაჩინონ. ვიცი ეს ხრიკები, მაგრამ ხანდახან მაინც არ ვეუბნები უარს.

მოკლედ, ასეა თუ ისე , მირეკავს იმედის პროპაგანდისტი ჟურნალისტი და კომენტარს მთხოვს რაღაც უაზრო, მაგრამ მათი პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან საკითხზე-როგორ ხდება ევროპის დეგრადაცია, როგორ ივიწყებენ ტრადიციულ ღირებულებებს და ემუქრება თუ არა ევროპაში სამუშაოდ წასულ ჩვენს ვაჟკაცებს გათხოვება. ალბათ ქართველი კაცების მოსალოდნელი გათხოვების შესახებ დეპუტატ წილოსანის შთამბეჭდავი გამოსვლით არიან შთაგონებულები.

რადგან ვიცნობ პარლამენტიდან ამ ჟურნალისტს, ვიცი ბუნებრივად როგორ საუბრობს, ამიტომ ვხვდები ტონზე, რომ ჩუმად იწერს. ვეუბნები, რომ სატელეფონო საუბარს დამახინჯებულად დაამონტაჟებს ტვ. ნადეჟდა, ამიტომ მოდი კამერით და ჩაგეწერები მეთქი. შევათანხმებ უფროსობასთან და ახლავე დაგირეკავო. ველოდე ნახევარი საათი. მირეკავს. ვეუბნები, უკვე გავედი სახლიდან მეთქი. მივდივარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში და კალაძის კორუფციული საცობის შიშით საათზე ადრე გავედი სახლიდან. კინაღამ დავაგვიანე.

დავბრუნდი ტვ პირველიდან, გამახსენდა ტელეფონის ზარი და ვიფიქრე, რაიმე სიუჟეტი ხომ არ გამოაცხვეს მეთქი. ვხედავ, ეს პროპაგანდისტი გოგონა ყვება ისტორიას, როგორ დავპირდი კომენტარს და როგორ გავექეცი , რადგან საკითხი ევროპის დეგრადაციას ეხებოდა და სათქმელი არაფერი მქონდა. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ტელეფონები გაუთიშავთ თურმე. ესეც სიუტის მთავარი თემა იყო. სწორიც უქნიათ, რომ არც კი ჩათვალეს ლაპარაკის ღირსად. ერთი მე აღმოვჩნდი მიამიტი.

ბოლო 6 წელიწადში 500 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მქონე ტელენაგავი, რომელიც შავი ფულით ფინანსდება, მალე სანქციებში მოჰყვებაო, გამანდეს საიდუმლოდ. მზად ვარ მივაწოდო ამის შესახებ სანდო ინფორმაცია და შემიძლია მივიდე პირდაპირ მათ ეთერში. ხვალვე. ეს მიმართვა ოფიციალურ შეთავაზებად ჩათვალონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved