• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
18:36 09-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,458

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილს აქვეყნებს:

,,ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა. მოკლედ უვე მომხდარ რამდენიმე საკითხზე:

ვუსმინე გახარიას ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან. ვერაფრით ვერ ვიგებ, ამ კაცს ქოცები რატომ ერჩიან. არაფრით არ განსხვავდებიან. ყველაზე მძიმე მაინც ათას ტყუილში გამორჩეული ერთი სიმართლეა: პარლამენტში შესვლას აპირებს და ამიტომაც შეინარჩუნა იმტავითვე ეს შესაძლებლობა და სია არ ჩახსნა, როგორც დანარჩენმა სამმა სუბიექტმა ვქენით.

დღევანდელ პატიმრობებზე: შერჩევითი მართლმსაჯულება გამიგია, მაგრამ სასჯელების ლოტოტრონით ჩამორიგება ქოცური სიახლეა. ასე უსჯიან / გადაუკვალიფიცირებენ /ატავისუფლებენ პატიმრებს. ტყუილად ეძებთ რაიმე ლოგიკას. საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკება ბიძინა ამ განაჩენებით. ფეხებზე კიდია პატიმარიც, მისი ოჯახიც და საზოგადოებაც, სამართალიც და სამართლიანობაც.

წულუკიანის დასკვნა სამუდამო პატიმრობის მისჯაა საქართველოსთვის. ტრადიციულ საბჭოთა სტილში შესრულებული ჯალათი 2.0 advanced edition. თუმცა, პროპაგანდისთვის მსუყე საკვები კი იქნება უდაოდ.
დასკვნა: ჭადრაკის თამაშის არც დროა და არც ვითარება. როცა მოწინააღმდეგე საჭადრაკო დაფიდან ყველა ფიგურას გაცლის და წესების დაცვა მხოლოდ შენ გევალება, იმ პარტიას ვერ მოიგებ. დაფა უნდა აუყირავო და სახეში შეაზილო, სასურველია, წინასწარგანზრახულობების საჯარო დეკლამაციის გარეშე.

უდრეკად, ხისტად და სწორხაზოვნად – ამგვარი მოქმედების ეფექტურობის მჯერა. და კიდევ კონსოლიდაციის. ხაზის აღმასვლის, დაშლის და კამათის ნაცვლად. ოღონდ, „ყველა“-ს როცა ვამბობთ, აჯაფსანდალს არ უნდა ვგულისხმობდეთ. გახარიას მაგალითზე მორიგ ჯერზე დასტურდება, რომ ნახევრად ქოცი არ არსებობს. ქოცი ქოცია, მარად მოქმედი და მარად უკვდავი და ამ ქოცებთან წინასაარჩევნოდ აღთქმადადებული და ფიცვერცხლ ნაჭამი ლელო რას ამბობს პარლამენტში ძმადნაფიცის მოსალოდნელ შესვლაზე? ესეც არ გამოიწვევს ნორმალიზაციის და ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსების რისკებსო? 2 დღე დარჩა სიების წარდგენამდე და ნუ წარადგენენ ამ სიებს. ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას „არჩევნებში“. თავიც გადაირჩინონ და პროცესსაც არგონ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები შეავსონ და არა ნახევარქოცების. რადგან, როგორც ზემოთ დავწერე, ნახევარ-ქოცები არ არსებობენ. ქოცო ქოცია.

NGO ების , ფონდების, მალე პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება და სახელმწიფო გადატრიალების ფანტაზმაგორია დიდხანს არ გვალოდინებს. მალე შედგება პედესტალზე მდინარაძე. იგნორი და დაცინვაა მაგის წამალი და ეგ უნდა შევაგებოთ ერთად .

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved