• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს – ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“

ალია ავტორი - ალია
11:36 06-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,716

ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუქში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა და განმარტა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი არ აქვს.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი არ აქვს.

„ისინი დღემდე იძახიან, ციხის კადრები დადგმული იყოო. გეგონება, მარტო ის ერთი სცენაა, სადაც ცოცხს უტიკინებენ იმ პატიმარს და მაგის გარდა თურმე ციხეში არაფერი არ ყოფილა. დღემდე, ამასაც კი არ აღიარებენ. სანდრო გირგვლიანს დღემდე ხულიგანს ეძახიან და საჯაროდ ლანძღავენ. ელემენტარული სინანული არ გააჩნიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პუტინმა გაუშვა ისინი ხელისუფლებიდან. იმას ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სააკაშვილმა მოიყვანა თავისი ძალადობით და სადიზმით და ამ ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითიც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუქში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო მე პირადად არაფერი არ მაქვს. ასევე არ მაქვს სალაპარაკო პრორუსებთან და მსგავს ხალხთან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ მესამე ცენტრი, ალეკო ელისაშვილის თქმით, არჩევნებამდე პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ისწავლონ, ამომრჩეველი დაარწმუნონ თავიანთი იდეების მართებულობაში, საკუთარი ელექტორატი გაზარდონ და მანამდე, რა თქმა უნდა, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი აუცილებლად უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის დაბალი ბარიერი უკეთესია.

„კარგი იქნება, თუ იქნება დაბალი ბარიერი, მაგრამ ჩვენი პარტია არ ვაპირებთ, ვეხვეწოთ „ქართულ ოცნებას“ ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ჩვენთვის 5% არ იყოს პრობლემა და ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved