• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კაცი ჩემი ყრმობის ახლობელია, მე წევიყვანე ამერიკაში და ვეცადე რომ რაღაც განათლება მიმეცა…”

ალია ავტორი - ალია
21:20 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, გიორგი ბარამიძის ვიდეოს აზიარებს და წერს:

“ეს კაცი ჩემი ყრმობის ახლობელია 1988 წლიდან. მართალია ზურა ჟვანიას მკვლელობის მერე ვიჩხუბეთ და ამის მერე მაინცდამაინც ურთიერთობა არა გვაქვს.

1998 წელს მე წევიყვანე ამერიკაში და ვეცადე რომ რაღაც განათლება მიმეცა – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საგარეო ურთიერთობათა სკოლაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რაც მიშას მაინცდამაინც არ მოეწონა – და ჩამევიდა უკან. ვიფიქრე იქნებ და ერთი რამე მეინც ისწავლა იქ თქვა და ვუყურებდი რაცხა იმედის თვალით: მარა შენც არ მომიკვდე ამ 21 წლის მანძილზე ერთი ვერაფერი გევიგე მისგან, რაც პროფესიონალიზმზე მიუთითებს ან პოლიტიკურ მეცნიერებაში ან საერთაშორისო ურთიერთობებში.

მაინც, ხო იცით ახლა, გულის სიღრმეში იმედი მაინც მქონდა – იქნებ რაცხა პაწუა მაინც ისწავლა იმ განთქმულ ჯორთაუნის უნივერსიტეტში მეთქი. დიდი ხანი ველოდე მისი ნიჭისა და ცოდნის (ეს იყო მთავარი ჩემთვის) გამოვლინებას. აწი უკვე ხელის ჩაქნევას ვაპირებდი და ქე გამოანათა მეტიფიზიკურმა მზემ

ახლა, ბათუმში ამ აბსოლუტურად უნაკლო მუსიკალური არიის შესრულების შემდეგ მე მივხვდი ბოლოს და ბოლოს რას ასწავლიდნენ გიას მსოფლიოს საუკეთესო საგარეო პოლიტიკის სკოლაში – თურმე ტყვილად არ ჩოუვლია ამ ჩემს წვალებას იქინე და ჩვენი სასიქადულო გია დაუფლებია რაცხა პროფესიას – სიმღერას ვასწავლიდითო მითხრეს – თვითონ არ მოინდომა დანარჩენი არაფერი – გურული ვარ და სიმღერა მასწავლეთო – და ვასწავლეთო საგარეო პოლიტიკური სიმღერაო – ჰოდა აგერ – შეხედეთ რა უნაკლოთ მღერის არიას ოპერიდან “ჩამოდი თორემ დეგვენძრა’ – და თან ეს ოპერა როგორც ამბობენ მარტო მიშას და ხატიან დეკანოიძის დაწერილი კი არ არის – მისი მუსიკისა და ლირიკების 37-ნახევარი პროცენტი თვით გიას დოუწერია.

ბრავო, ბრავო – ასეთი ოპერა ზაქარია ფალიაშვილის მერე საქართველოში არ დაწერილა. და ჩვენი გიაც ქართველი ხოსე კარერასია – ბრავო! ასეთი სიმღერა დიდი ხანია არ მომისმენია – ტყვილად არ ჩოუვლია ჩემს ზრუნვას ჩემს ყრმობის ახლობელზედ.

იმედია ახლა ხშირად მოვისმენთ ამ ოპერას.”

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved