• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კანონი დააშორებს საქართველოს ევროკავშირთან” – ევროკავშირის ელჩი

ალია ავტორი - ალია
15:24 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განცხადება, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან.

“ჩვენ, ევროკავშირის ელჩები, ასევე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები, მოგვიწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ გაეზიარებინა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის თაობაზე.  როგორც იცით, ევროკავშირი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ამ კანონის ხელახლა ინიცირებას. 4 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა, გუშინ საღამოს კი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს კანონი არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ დააშორებს მას, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. დღეს, 17 აპრილს, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში, სადაც ძირითადად განხილული იქნება შიდა საკითხები, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ასევე განიხილონ ამჟამინდელი სიტუაცია საქართველოში. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ კანონს მიიღებენ პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved