„ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს“ – ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გასაჯაროებულ კადრებს ეხმიანება.
“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;
3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.ვაგრძელებთ პროტესტს.” – წერს დეკანოიძე.
კომენტარები