ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მიკვირს, როდესაც საზოგადოების ნაწილი სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო “დაგვიბრუნოს” ნატოსა და ევრო-კავშირზე უარის თქმის სანაცვლოდ.
ეს ისეთივე თაღლითური ბლეფია, ოღონდ უფრო მასშტაბური, როგორიც წინა არჩევნებზე “გარეჯი საქართველოა” იყო და რომლის გათამაშებასაც ხელისუფლება შეეცდება ჩვენს საბჭოთა კავშირში შესატყუებლად და მორიგი არჩევნების მოსაგებად.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ თემაზე თეორიული მსჯელობაც კი ხელისუფლების ინტერესებშია…“














კომენტარები