• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ისეთი ომია, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ – მუდმივი ბრძოლა” – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
23:59 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43
 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

ასი ათასი მოწამის დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. ეს არის სულის ზეიმი და გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, ჩვენი დედაქალაქიც დღეს განსაკუთრებით ხარობს და ბრწყინავს არა იმიტომ, რომ დღეს მზე განსაკუთრებით ძლიერად ანათებდა, არამედ იმიტომ, რომ სიტყვისამებრ წმინდა იოანე ოქროპირისა, მოწამეთა სინათლე ათას მზესა და ციურ სხეულზე მეტად ანათებს და ბრწყინავს.

ვინ არის მოწამე?

თქვენ იცით, ბერძნული სიტყვა „მარტის“ (μάρτυς) ნიშნავს მოწმესაც და მოწამესაც. მოწამე არის ადამიანი, რომელმაც თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს მოსვლა, მისი მაცხონებელი ვნება, სიკვდილი და აღდგომა.

თვით უფალი იესო ქრისტეც, როგორც გახსოვთ, „გამოცხადების“ წიგნში თავის თავს „სარწმუნო მოწამეს“ (გამოცხ. 1, 5) უწოდებს, მოციქულებს კი – მოწმეებს თავისი ზეცად ამაღლების წინ, როცა ეტყვის: „თქვენზე გადმოვა სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმ. 1, 8 ).

მოწამეობა არის მთელი ცხოვრების გვირგვინი და ღვთის საჩუქარი, ღვთისგან მომადლებული ნიჭი. ამაზე წერს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ უფლის გულისთვის მოგეცათ არამხოლოდ რწმენა, არამედ ვნებაც მისთვის“ (ფილ. 1, 29).

დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ მოწამეობის მნიშვნელობაზე; წმინდა ეკლესია გვასწავლის ასევე, რომ მოწამეთა გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ისინი არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს. მაგრამ როგორი უნდა იყოს მართებული თაყვანისცემა მათი? აი, აქაც მინდა შეგახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვები, რომ მოწამეები განსაკუთრებით გრძნობენ მათდამი პატივისცემას, როდესაც ადამიანები ხდებიან მათი სიკეთეების თანაზიარნი. ე. ი. ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას. სწორედ ეს მიანიჭებს მოწამეებს არანაკლებ სიხარულს, ვიდრე მათი სიმამაცე, გამოვლენილი ქრისტესთვის.

მაგრამ ისმის კითხვა: ჩვენ დროში როგორ მივბაძოთ მოწამეებს?

აქაც საოცრად სცემს პასუხს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ დიახ, დღეს არ არის ისეთი დევნა, დევნის დრო და ჟამი, მაგრამ არის დრო მოწამეობისა და არის დრო მოწამებრივი გვირგვინებისა. არ გვდევნის ადამიანი, მაგრამ გვდევნის ეშმაკი, რომელიც ყოველგვარ მტარვალზე უფრო მძვინვარე და ბოროტია; როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ, ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ“ (ეფეს. 6, 12).

ეს ისეთი ომია, ძვირფასო ძმებო და დებო, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ – მუდმივი ბრძოლა, რათა გვირგვინიც იყოს ნათელი. როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა, მოწამეთა გვერდით დავდგეთ, იმიტომ რომ მოწამეზე ნაკლები როდია ის ადამიანი, ვინც იყო ქცეული თავისი ვნებების, რაღაც ფესვგადგმული ჩვევების ტყვედ, ღვთის გულისათვის დაარღვია ეს ბორკილები და ღვთის ნებას შეუდგა. ეს უმძიმესი საქმეა, დაამარცხო შენი ვნებები, დაარღვიო ყოველგვარი საცდური. თუ მოწამეთა ღვაწლი არის ძალიან მძიმე, ასეთი მოსაგრეების ღვაწლი არის სავსე ხანგრძლივი მწუხარებით, ამას ეწოდება უსისხლო მოწამეობა.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. მათი ლოცვით, ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს, გადაარჩინოს საქართველო. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და შეგვაძლებინოს უფალმა, ისე ვადიდოთ ეს წმინდა მოწამეები, ნამდვილი გმირები და ქრისტეს მეგობრები, როგორც სათნოა მათთვის და მაშინ, მივბაძავთ რა მათ განვლილ გზას, მათ შესაფერის გვირგვინებს მივიღებთ, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა, წყალობითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved