• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იქნება ის გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელსაც არ ელოდება არჩევნების წინ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია“ – რას გვიყვება სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
19:34 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,181

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, თქვენ განაცხადეთ, რომ  „ქართული ოცნება“ ეროვნული თემებით აპელირებს. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– მოდით, ყველაფერი  პირდაპირ ვთქვათ. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხდება ეროვნული თემების გამოყენება და ამას სპეკულაციური და მანიპულაციური ხასიათი აქვს იმ ძალების მიერ, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ტრადიციონალიზმთან, არც კონსერვატიზმთან და საერთოდ, იმ ღირებულებებთან, რაც ძვირფასია ქართველი ერისთვის. ბატონმა მამუკა მდინარაძემ, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის განსაზღვრა მოხდა კონსტიტუციაში და უცხოელებზე აიკრძალა ქართული მიწის გაყიდვაო. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 2016 წელს, მამუკა მდინარაძე უკვე „ქართულ ოცნებაში“ იყო, მაგრამ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ იყო. გიორგი კვირიკაშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. მაგ დროს, „რესპუბლიკური“ პარტია, სხვა, აქაური  ლიბერალური პარტიები და არასამთავრობოები, უცხური ძალების მხარდაჭერით და ფინანსებით, ლობირებდნენ  ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.  სერიოზული მხარდაჭერა იყო უცხოეთიდან, პირდაპირ გააფრთებით იბრძოდნენ, რომ მიზნისთვის მიეღწიათ. მაშინ საკანონმდებლო ბაზაში იყო ხარვეზი. ორგანული კანონით ქორწინება იყო ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ კონსტიტუციაში ეს არ იყო განსაზღვრული. თან, იმ დროს მიიღეს „ანტიდისკიმინაციული კანონი“, რომელიც წინააღმდგეგობაში მოდიოდა ამ  ორგანულ კანონთან. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აჩივლებინეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ორგანული კანონი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუცისთან.   საკონსტიტუციომ წარმოებაში მიიღო  არასამთავრობოთა სარჩელი. გაჩნდა საფრთხე, რომ ორგანულ კანონში ჩანაწერს გააუქმებდა სასამართლო, როგორც ანტიკონსტიტუციურს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულიყო. ამას ლობირებდა „ქართული ოცნება“ და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც მოწადინებული იყო, რომ ეს მომხდარიყო. ამ დროს, ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი შევიკრიბეთ, 250 000 ხელმოწერა  შევაგროვეთ, რათა რეფერენდიმის გზით, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ოჯახი  არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ხელმოწერები მივიტანეთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ხელი არ მოგვიწერა, მხარი არ დაგვიჭირა. შემდეგ უკვე „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიწყო ვაჭრობა, რომ საარჩევნოდ თუ ქულებს ჩავაწერინებდით, თუ  თავად მიიწერდნენ ამას, მაშინ ხელს არ შეგვიშლიდნენ, კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი ასახულიყო. ჩვენთვის მთავარი არ იყო, ვინ მიიწერდა ამის გაკეთებას და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩნდა და   ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვეღარ მოახერხეს. ეს მოხდა „ქართული ოცნების“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. მამუკა მდინარაძე არ მონაწილეობდა ამ პროცესებში, მაგრამ მისი პარტია, მისი პარტიის ლიდერები ხომ მონაწილეობდნენ?  ეს რა, არ იცის? რასაც ებრძოდნენ, დღეს იმას საკუთარ დამსახურებად აცხადებენ, რისი დაკანონებაც სურდათ, დღეს აცხადებენ, რომ ის თავად აკრძალეს და ამისთვის მათ მადლობაც კი  უნდა ვუთხრათ. ეს არის უტიფრობა და დიდი, უსინდისო  ტყუილი.

მეორე საკითხი, რასაც იბრალებენ, უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვაა. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შემოიტანა კონსტიტუციაში შესწორებების პაკეტი. იქ, ერთ–ერთ კანონპროექტში ეწერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეუურნეო მიწის  მიყიდვა  ნებადართული იყო. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა საერთო–სახალხო განხილვაზე გამოიტანეს ეს საკითხი ფილარმონიაში, მაშინ დარბაზმა ობსტრუქცია მოუწყო. მამუკა მდინარაძე მაშინ სცენაზე იყო, თავად იყო ამ ცვლილებების წარმდგენი და კარგად ახსოვს ყველაფერი. „ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“ და „ქართულმა მარშმა“, ხალხის დიდმა პროტესტმა აიძულა  ხელისუფლება ეს კანონპროექტი აღარ განეხილა და იძულებულნი გახდნენ  კონსტიტუციაში ჩაეწერათ, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა აკრძალულია. ეს რომ არ გაეკეთებინათ, ბევრ მომხრეს  კარგავდნენ, მიხვდნენ ამას. არც მე, არც სხვები აღარ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს მივცეთ საშუალება, ჩვენი გაკეთებული დაიბრალონ, წარმოჩინდნენ ეროვნულ, კონსერვატიულ ძალად. იფარისევლონ ისე, როგორც 12 წელი ფარისევლობდნენ, ეროვნულის  ნაცვლად, ანტიეროვნულ საქმეებს აკეთებდნენ. მათ მიერ მიღებული  „ანტიდისკრიმინაცული კანონის“ კონკრეტული მუხლების გამო, ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა ქვეყანაში. ამ კანონმა შებღალა ეკლესიის, რწმენის, მართლმადიდებელთა უფლებები. ფაქტობრივად, დააკანონა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ქვეყანაში და სხვა ბევრი უბედურებაც მოიტანა.

– სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი პროევროპელი უნდა იყოსო. ბევრმა ეს ისე გაიგო, რომ პრეზიდენტი ილია მეორეს პრორუსად მიიჩნევს. ვფიქრობ, ძალიან რიყიო განცხადება იყო მისი მხრიდან.

– სალომე ზურაბიშვილი არის „ტროას ცხენი“ ოპოზიციაში. მწვანე აქვს ანთებული, რაც უნდა აკეთოს, ვინც უნდა ლანძღოს, ამაზე პრობლემები არ შეექმნება. არჩევნების დროს, ზურაბიშვილი იქნება ოპოზიციის უპირობო ლიდერი.  მისი ერთადერთი ფუნქციაა, რომ 2024 წლის არჩევნების მერე გამოვიდეს და განაცხადოს, რომ მიუხედავად დარღვევებისა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად.  მერე უნდა  მოუწოდოს ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილურობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შედით პარლამენტში და იქიდან განაგრძეთ ბრძოლა ხელისუფლებასთანო. ამას გააკეთებს ზურაბიშვილი, აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს. „ქართული ოცნება“ არჩევნებს რომ გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ახლა ამბობენ, რომ 60 და 65% რეიტინგი აქვთ, მაგრამ აპირებენ, რომ  არჩევნებზე დაიწერონ 55%. თან  ზურაბიშვილს საკმაოდ  სოლიდური გავლენა აქვს უცხოეთში,  დასავლეთში და მის აზრს ანგარიშს უწევენ. სალომე ზურაბიშვილმა უნდა ააცილოს „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქუჩაში ხალხის გამოსვლა და ის პროცესები, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ის, როგორც ოპოზიციის ლიდერი,  ზუსტად მაშინ განაცხადებს, არჩევნები ლეგიტიმური იყოო,  როდესაც ხალხი ქუჩაში დაიწყებს შედეგების გაპროტესტებას  და დასავლეთიდან დაიწყება ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ არჩევნები გააყალბეს და მის შედეგებს არ სცნობენ. „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“, მოტყუებულ  ხალხში  ანთებული ცეცხლის ჩამქრობი იქნება სალომე ზურაბიშვილი.

– ეს გასაგებია, მაგრამ რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, ეკლესის და ასეულ ათასობით მორწმუნე მრევლს? რატომ გააკეთა მისთვის ასეთი წამგებიანი განცხადება?

–რაც შეეხება  სალომე ზურაბიშვილის მომავალ პატრიარქთან დაკავშირებულ განცხადებას, ეს იმისთვის  სჭირდება, რომ ლიბერალური ოპოზიციის ლიდერად იქცეს. მისი ეს განცხადება არ ესიამოვნა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მაგრამ ესიამოვნათ იმ ძალებს, რომლებიც მიმართულნი არიან საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. დღეს ზურაბიშვილს ამ ლიბერალური ძალების მხრდაჭერა სჭირდება. რეალობა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან ოსტატურად თამაშობს ოპოზიციონერობას, რეალურად აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს და მე აღფროვანებული ვარ ამ ქალბატონის სამსახიობო ოსტატობით.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მალე დაიწმინდება ყველაფერი და გამოჩნდება დიდი, ერთიანი ეროვნული ძალა. ვინ და როდის გამოჩნდება?

– ხელისუფლება ამ არჩევნებზე ითამაშებს ეროვნული და კონსერვატიული ძალის როლს, რადგან იცის, რომ ამ გზით მიიღებს ხმებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა, პერსონა, ჯგუფი, ორგანიზაცია იქნება თუ რაც და ვინც იქნებიან, რომლებიც თავს ჭეშმარიტად ეროვნულებად თვლიან, მოახერხებენ გაერთიანებას ერთიანი ეროვნული იდეის გარშემო და არ მისცემენ ფსევდო–ეროვნულ ძალებს ისარგებლონ,  საქართველოს მოსახლეობის ნდობით. მე მაქვს ამის იმედი და წინაპირობა. დღეს, წინასწარ  შეიძლება ვერაფერი ვთქვა ამის თაობაზე დადასტურებულად, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს იქნება ის გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელსაც არ ელოდება  არჩევნების წინ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია.

–ამის იმედი გაქვთ თუ გარკვეული ინფორმაციაც, რომ არჩევნებამდე ასეთი ძალა გამოჩნდება?

–არის ამის წინაპირობები. ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი.

თეგები: გიორგი კვირიკაშვილიილია მეორემამუკა მდინარაძესალომე ზურაბიშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved