მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაკავებული 76 წლის ფიზიკის მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალურ პეტიციას ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. საუბარია მასწავლებელზე, რომელსაც მე-8 კლასელი გოგონა მისდამი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.
ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერვეკლასელ გოგონას მასწავლებელთან ბოლო დღეებში უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც მასზე შურისძიება დაგეგმა.
“სამი თაობა დგას ახლა ამ ადამიანთან, ყველა მხარს უჭერს და ყველა ამბობს იმას, რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია. მე ამ მოსწავლეს ვასწავლიდი შარშან, ეს არ არის ამ მოზარდისთვის პირველი, მესამე მსხვერპლია, უბრალოდ, პირველი ორის შემთხვევა არასრულწლოვანს უკავშირდებოდა, მის თანაკლასელებს. საათებზეც ვიტყვი უარს და ხელფასზეც ვიტყვი უარს. ნამდვილად ვეღარ შევალ მაგ კლასში, იმიტომ, რომ საფრთხეა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. სქესით, რა თქმა უნდა, გამიმართლა შარშან, მაგრამ ეს ზეწოლა და ძალადობა, ეს ბავშვი ამ ტიპის დამოკიდებულებით არის ამ სკოლაში. შეიძლება 9-იც გახდეს, მაგალითისთვის, მიზეზი იმის, რომ მე ვარ მოძალადე, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.
მისი პიროვნული დახასიათებაა ამ პეტიციაში. თაობები ვართ მისი აღზრდილები – მშობლები, ჩვენი შვილები. შექმნილი სიტუაცია ცოტა გვაკვირვებს, იმიტომ, რომ გოგოების გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ უკადრისი მზერას კი არ მახსოვს, რომ სხვანაირად შეეხედა ვიღაცისთვის, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
დაკავებული მასწავლებელი, რომელიც ასევე სკოლის სასწავლო ნაწილიცაა, ბრალს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა შურისძიებას, როელიც მე-8 კლასელმა გოგონამ მეგობარ გოგონასთან ერთად დაგეგმა.
ინტერესების დამცველი ითხოვს, გამოძებამ არასრუწლოვნების ტელეფონები ამოიღოს და დაათვალიეროს, რადგან შესაძლოა, სწორედ იქ ინახებოდეს მიმოწერები, რაც ბრალდების დაგეგმვას უკავშირდება.
კატეგორიულად გამორიცხავს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი დამსახურებული მასწავლებელია, გამორიცხულია, ასეთი ქმედება ჩაედინა. ადამიანი, რომელიც სკოლისთის ცხოვრობს და სკოლისთვის არსებობდა.
პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა იმოქმედოს, ტელეფონები, რომელიც არის ორი არასრულწლოვნის ხელში, უნდა იქნას დათვალიერებული და ექსპერტიზაზე გაგზავნილი, წაშლილია მიმოწერები შესაძლოა, იმიტომ, რომ ხუთშაბათს როდესაც მოხდა ეს ვითომდა “დანაშაული”, მხოლოდ და მხოლოდ პარასკევს იქნა გაჟღერებული ამ ბავშვების მიერ, ისიც, როგორც თვითონ იძახიან, დამრიგებელთან, ქალბატონ ანასთან, მემგონი. დაგეგმეს და შეასრულეს. ეს იყო შურისძიება საწავლო ნაწილის გამგეზე, რომელმაც წინა დღეს მათ მოსთხოვა, რომ ბოდიში მოეხადათ ფიზიკის მასწავლებლისთვის, – ამბობს ადვოკატი თამილა ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის ფიზიკის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს











კომენტარები