პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია:
“არჩევნების წინა დღეს ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი, ეს მოხდა სიმბოლურად 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამოდენიმე საათით ადრე, სააკაშვილის მიერ მოწყობილმა პოლიტიკურმა მასკარადმა მიზნად დაისახა ამომრჩეველის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება.
ეს იყო ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ჩვენი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა.
ჩვენთვის არ აქვს მნიშველობა, ვინ დაგეგმა ერთპიროვნულად. ამ მასკარადის მოწყობით, ოცნებამ გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობა.”
კომენტარები