ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ განცხადებას, რომლითაც რუსული დაზვერვის სამსახურმა თქვა, რომ “შტატებს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს“, გამოცემა “აქცენტთან” ინტერვიუში, თქვა:
ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების მსგავს ბრალდებებს აბსურდულს ვუწოდებთ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ომს დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას აგრძელებს”.
ცნობისთვის, ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
კომენტარები