• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იაფფასიანი ბლეფია, რომელსაც მის პარტიაშიც კი არავინ ჭამს…”

ალია ავტორი - ალია
16:52 09-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება:

“1. ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ

ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში ზიან ან

ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან

გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან

დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად

2. პრეზიდენტ სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. მეტიც, მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე. ერთადერთი რაც მას ამოძრავებს არის ძალაუფლების წყურვილი. ‘საერთოდ არ მინდა თანამდებობა’, ‘მხოლოდ 2 წელი ვიქნები პრემიერი’ და მსგავსი განცხადებები არის იაფფასიანი ბლეფი, რომელსაც მის პარტიაშიც კი არავინ ჭამს

3. ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, პასუხისმგებლობაა დღეს რომ ერთი მხრივ ივანიშვილის მმართველობა დავასრულოთ და მეორეს მხრივ არ დავუშვათ ძალაუფლების ისევ პრეზიდენტ სააკაშვილის (ან ვინმე სხვის) ხელში კონცენტრაცია. ესაა დღეს მოქალაქეთა უმრავლესობის დაკვეთა, იმათი დაკვეთა ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა თვეების განმავლობაში რუსთაველზე. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუსრულებელი. ამისთვისაა საჭირო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რაზეც ვთანხმდებით პარტიები და რაც შეუძლებელს გახდის ერთპიროვნულ მმართველობას. და ამას უნდა ვუხსნიდეთ 24 საათი ამომრჩეველს

4. ესაა ის მოცემულობა რომელშიც ვოპერირებთ, და აქ დასამალი არაფერია. პირიქით, თუ ამ არჩევნების მართლა მოგება გვინდა და მართლა ვაპირებთ ამ ქვეყნის ფუნდამენტურად შეცვლას (გირჩს ეს უნდა, სხვა არაფერი), მაშინ სიმართლის ხმამაღლა ლაპარაკი არის ერთადერთი სწორი გზა”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved