• რეკლამა
  • კონტაქტი
12:51, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს გამოსვლა მე და ჩემ ძაღლს მოგვიძღვნა ქალბატონმა მინისტრმა” – მინისტრის გამოსვლა და კოტე ჩლაიძის პასუხი

ალია ავტორი - ალია
20:06 09-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,671
სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი კოტე ჩლა­ი­ძე:
ეს გამოსვლა მე და ჩემ ძაღლს მოგვიძღვნა ქალბატონმა მინისტრმა, რომელშიც ინსტრუმენტი მიწოდა, ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა, მაგრამ მას რომელიც ასე დაინტერესებულია ჩემი პერსონით მინდა შევახსენო, რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტი ხანია გრძელდება და რომელშიც უპრეცედენტო რაოდენობის კინემატოგრაფისტია ჩართული, ჩემი და ჩემი კოლეგა კინოცენტრის თანამშრომლების (რომლებიც დღეს გათავისუფლებული არიან სამსახურიდან) პროტესტით დაიწყო. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ “დეი ოფსს”, დიახ მე ავიღე ჩემი კუთვნილი “დეი ოფი” ძაღლის ვეტერინართან წასვლის მიზნით (მიყვარს ჩემი ძაღლი:)), გახლდით ვეტერინართან რის შემდეგაც ვიყავი აქციაზე, რომელშიც “დეი ოფები”-ის გარეშეც ყოველთვის ვიღებ და მივიღებ მონაწილეობას. სხვათაშორის მათ ვინც თავი შეიწუხა ჩემი ძაღლის ჯიშის დადგენით მინდა ვუთხრა, რომ მინისტრი შეცდომაში შეიყვანეთ, ჩემი ძაღლის ჯიში არა პუდელი, არამედ ბიშონია:)
http://
გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის საქ­მე მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც, მისი თქმით, მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლის დღეს, სამ­სა­ხურ­ში “დეი ოფი” აიღო, მი­ზე­ზად კი ძაღ­ლის ვე­ტე­რი­ნარ­თან წაყ­ვა­ნა და­ა­სა­ხე­ლა. წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, რე­ა­ლუ­რად მას თა­ვი­სუ­ფა­ლი დღის გა­მო­ყე­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლი­სა და პრო­ტეს­ტის­თვის სჭირ­დე­ბო­და.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი:

“ბევ­რი მა­გა­ლი­თი მაქვს მო­ტა­ნი­ლი, ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ბო­ი­კოტს გვი­ცხა­დებს, ხელ­ფასს კი იღებს. ჰგო­ნი­ათ ხე­ლო­ვა­ნია, ამ დროს თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ­ბობს, რომ 20-ში დღეს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეთ, “დეი ოფი” მინ­დაო. მე მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სუ­ლე­ლი არა­ვინ არ არის.

დეი ოფი, გა­მო­სას­ვლე­ლი დღე, არ ით­ვლე­ბა შვე­ბუ­ლე­ბა­ში და ეს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­ე­ცეს, თუ დედა ან მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, შვილ­მა ფეხი მო­ი­ტე­ხა, ან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, სამ­სა­ხურ­ში რომ მო­დი­ო­და, მაგ­რამ წი­ნას­წარ დეი ოფის ინ­სტი­ტუ­ტი არ არ­სე­ბობს. თუ წინასწარ კოსმოსთან არ ხარ კავშირში, დედა გარდაგეცვლება თუ მამა, წინასწარ არ გეცოდინება, რაც უნდა თავისუფალი ხელოვანი იყო.

ხელ­მძღვა­ნელ­მა უთხრა, რომ და­ა­სა­ბუ­თეთ “დეი ოფის” სა­ჭი­რო­ე­ბა, იმი­ტომ ვი­ცით, რომ აქ უნდა მო­ვი­დეს დღეს და იყ­ვი­როს, ის ხომ ინ­სტრუ­მენ­ტია, არ არის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ის არის ინსტრუმენტი. და­სა­ბუ­თე­ბა მო­ი­წე­რა, რომ პუ­დე­ლი გა­უხ­და ავად და მიჰ­ყავს ექიმ­თან.

ამი­ტომ ეს პუ­დე­ლე­ბის კო­ლექ­ტი­ურ ჯგუფს ვურ­ჩევ, ნუ გა­და­მე­ღო­ბე­ბით გზა­ზე. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მა, ეს სის­ტე­მა ახლა ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­შია, რო­მე­ლიც მერე უფრო კარ­გად ჩა­უდ­გე­ბა სამ­სა­ხურ­ში ქარ­თულ თე­ატრს, კი­ნოს და მწერ­ლო­ბას. თუ ინ­სტრუ­მენ­ტი არ იქ­ნე­ბა, ხე­ლო­ვან­საც არ ექ­ნე­ბა ხელ­შე­წყო­ბა, რაც უნდა ჰქონ­დეს და გაგ­რძელ­დე­ბა ის, რაც ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს, დაგ­ვი­ტო­ვა რუ­რუ­ამ, რო­დე­საც სარ­გებ­ლობს ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე ხალ­ხი”.

 

თეგები: კოტე ჩლაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved