“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
“მოხდა ის, რასაც ველოდებოდით, ე.წ. პარლამენტმა, აკრძალა “ლეიბორისტული პარტია”.
ოლიგარქმა იცის, რომ ჩვენ არ დავუშვებდით სიმდიდრის დიქტატურას, იმის მითვისებას რაც უკვე წაიღეს და რის წაღებასაც აპირებენ. მთელი ძალების მობილიზება ხდება ჩვენი პარტიის გასანადგურებლად. არ უნდა დაინანოთ ხმა მასზე, ვინც თქვენთვისაა დამწვარი, ვინც თქვენ მოგიძღვნათ მთელი სიცოცხლე – მე და ჩემმა თანამობრძელებმა.
გადაწყვეტილება მიღებულია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ, აღასრულეს მისმა მონებმა, მაგრამ მონობის ხარისხშიც ბედი არ გვქონია, ესე არიან, თუ პარტია გვეტყვის, მამასაც მოვკლავ, დედასაც მოვკლავ…
კომენტარები