• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ძალიან საშიში ტრენდია! – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
18:44 05-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:

„ძალიან საშიში და დამაზიანებელი ტრენდია ის, რომ ამნისტიაში სეგმენტაცია მოვახდინოთ, ვიღაცას შეეხოს, ვიღაცას – არა, ვიღაცას სჭირდებოდეს დაზარალებულის თანხმობა და მეორე პირს – არა. ოპოზიცია იქამდეც მივიდა, რომ მოდი, თუ დაზარალებული დემონსტრანტია, მისი თანხმობა საჭირო იყოს და პოლიციელის შემთხვევაში – არა. პოლიციელის ამგვარი დისკრიმინაცია ხომ აბსოლუტურად მიუღებელია.

შარლ მიშელის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და დაკავებას. ვინ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეს, შეუძლებელია სხვაგვარად. აქ იყო საუბარი გადაფურცვლაზე და ამ თარიღის გადაშლაზე, რომ აღარ ჩავყოლოდით რაღაც სიღრმეებს, სადაც რამდენიმე „სიმართლე“ არსებობდა. სიმართლე ერთია. ჩვენ პირწმინდად მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს, მიუხედავად ამ კონკრეტული და ძალიან მკაფიო დათქმის, კონვენციით გათვალისწინებული მუხლები გამოვრიცხეთ და 117-ე მუხლიც გამოვრიცხეთ, რომელიც გულისხმობს სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ შემთხვევაში მაკო გომურის და სხვა ადამიანების ფაქტორიც იყო. ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში მასაც კი არ შეეხება. ოპოზიცია რასაც ახლა ამბობს, ამ გამონაკლისებზეც კი წავედით, ოღონდ არა იმ სიღრმეებში, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავდა იმ დათქმას, რომელიც მიშელის დოკუმენტში წერია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხში მართლები ვართ.

პრაქტიკულად არავის თანხმობა და უარყოფა საჭირო არ არის. ხმა რომ არ ამოიღოს ამნისტიის ობიექტმა, მათ შორის, მელიამ, მას შეეხება ამნისტია. კახა კუჭავას შეთავაზება იყო კითხვის ფორმით, ამ საკითხს საერთოდ რომ არ შეეხოს „ქართულო ოცნების“ მიერ ინიცირებული ვერსია, დათანხმდებოდით? ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ ოპოზიციის ნაწილისგან, მაგალითად, „ლელოსგან“ თანხმობა. შესაბამისად, ეს საკითხიც რომ იყოს ამოღებული, ვერ მივიღეთ ოპოზიციის ნაწილისგან თანხმობა. ისინი აპელირებენ დაზარალებულის თანხმობაზე და ა.შ. ერთ შემთხვევაში საჭირო იყოს დაზარალებულის თანხმობა და მეორეში – არა, წარმოუდგენელია და ამიტომ შეუძლებელი გახდა დღეს შეთანხმების მიღწევა. მარტივი იურიდიული საკითხია, როცა პირის ნების საწინააღმდეგოდ რაღაც არ უნდა გააკეთო. ესეც  რომ ამოგვეშალა პროექტიდან, ამ შემთხვევაშიც თანხმობას არ აცხადებდნენ“

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved