• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს დიაგნოზია გათავისუფლების საფუძველი, ეს არის ყველაზე მძიმე დიაგნოზი” – ჯიშკარიანი

ალია ავტორი - ალია
16:49 01-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამბობს:

„ძირითადი დიაგნოზები, რაც ჩვენი მხრიდან იქნა გამოტანილი, ამ ეტაპზეც, რჩება დაუზუსტებელი დემენცია. ეს დიაგნოზი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. ამ ბრძანების შესაბამისად ფსიქიატრია ხვდება ამ ჩამონათვალში. ეს არის ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც იქნა გამოტანილი და ამ ეტაპზე, მიუხედავად ტოქსიკოლოგის დასკვნისა, ვრჩებით ამ კოდის ფარგლებში. ინტოქსიკაციით გამოწვეული დემენციაც რჩება ამ ბრძანებაში. ინტოქსიკაციაზეც ალბათ გვექნება დრო და ვისაუბრებთ, არის აუცილებელი კიდევ სხვა კვლევები ჩატარდეს და დაზუსტდეს უნდა ნეიროტოქსიკური აგენტები. მეორე დიაგნოზს რაც შეეხება, რომელიც ასევე იქნა ჩვენ მიერ გამოტანილი, არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ნევროლოგიური კუთხით, არის ბევრი დიაგნოზი, აქ არაა სხვაობა არც „ვივამედის“, არც პენიტენციურის და არც გორის ჰოსპიტლის დიაგნოზებთან. ეს არის დიაგნოზები, ძირითადად, პოლინეიროპათია, ენცელოპათია, ასევე დაზიანებულია ცენტრალური ნერვული სისტემა, დაზიანებულია პერიფერიული ნერვული სისტემა, დაზიანებულია ზურგის ტვინი. ეს ყველა დიაგნოზი დასტურდება კლინიკა „ვივამედის“ კვლევებით, გორის ჰოსპიტლის კვლევებით და ა.შ. ამ ეტაპზე, ყველა ამ მონაცემით, ამ ბრძანების შესაბამისად, მუხლი 6 – ნერვული სისტემის დაავადებები და მუხლი 5 ფსიქიკური აშლილობანი, არის გათავისუფლების საფუძვლები“

თეგები: მარიამ ჯიშკარიანიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved