• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
19:36 02-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა და დამკვეთად პირადად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

“ივანიშვილის პირადი ინსტრუქციით ხდება ეს ყველაფერი, სხვანაირად როგორ? მერე ეს ამას უყურებს, მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“, – თქვა “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა “ტვ პირველის“ გადაცემა, “დღის ამბების“ ეთერში.

ყოფილი პრემიერი ივანიშვილს მოღალატეს უწოდებს და აცხადებს, რომ პერსონალიზირებული და ინდივიდუალური თავდასხმები ოლიგარქის პირადი ინსტრუქციებით ხდება.

ქვეყნის მოღალატე ნათლად ჩანს ვინ არის, ეს ივანიშვილია. მათი სამშობლო საქართველო კი არა ფულია. ძალადობის ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში შეუძლია ერთადერთ ადამიანს, ეს მაშინ მოახდინა, როდესაც მშვიდობიანი აქციების დარბევა დაიწყო. მაშინ ჰქონდა ერთი დავალება გაცემული – მთავარია არ მოკლათ, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათო. ამან არ იმუშავა და აქციები უფრო მასობრივი გახადა, რის შემდეგაც ეს დავალება პერსონალიზირებული გახდა, ინდივიდუალური და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისი პირადი ინსტრუქციებია და დარწმუნებული ვარ, რომ ის თვითონ მიუთითებს, რა ფორმები იქნეს გამოყენებული და ვის მიმართ, – აღნიშნა მან.

გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერობიდან წასვლის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი ნაბიჯით მან ივანიშვილს “საჩუქარი გაუკეთა“.

დღეს 4 წელი გავიდა, ჩემი გადადგომიდან, საჩუქარი გავუკეთე, არცერთი წუთი ამ გადაწყვეტილებაზე არ მინანია. ეს არ იყო მარტო ჩემი გადაწყვეტილება, გუნდათან ერთად მივიღე. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც საქართველოში პოლიტიკაში ყოფნის დროს მიმიღია. ეს იყო ქვეყნის ღალატზე უარის თქმა და სხვა არაფერი. ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება. მაშინ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და კითხვის ნიშნების გამჩენი იყო,  მაგრამ დარმწუნებული ვარ, უმრავლესობა, ამ წლების შემდგომ, სულ უფრო და უფრო ნათლად ხედავს ჭეშმარიტ და ნამდვილ მიზეზებს ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა გახარიამ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved