• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ბუჩქებში ჯდომა რა არის? ომი არ გვინდაო! ომი არც მე მინდა, მაგრამ პუტინს რაც არ უნდა მუხლებზე ეხოხიალო, თბილისის აღება თუ აქვს გეგმაში, მაინც აიღებს” – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
22:02 04-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

 

– ელოდით, რომ რუსეთის ამდენი მომხრე და ამდენი კოლაბორაციონისტი იქნებოდა ამ პატარა ქვეყანაში?  საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის, ჩაბარდეს რუსეთს, თუ რუსეთი თბილისის აღებას დააპირებს. ელოდით ამას?

– ჯერ ხელისუფლების სილაჩრეზე ვთქვათ. ეს ბუჩქებში ჯდომა რა არის? ომი არ გვინდაო. ომი არც მე მინდა, მაგრამ პუტინს  რაც არ უნდა მუხლებზე ეხოხიალო, თუ ომის დაწყება უნდა, თბილისის აღება თუ აქვს გეგმაში,  მაინც აიღებს, რაც უნდა ეფერო. ამ მოფერებისა და ბუჩქებში ჯდომის შედეგია ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე. ამას პუტინთან შეთანხმების გარეშე ბიბილოვი ვერ გადაწყვეტდა. რაც შეეხებათ რუსეთის მომხრეთა რაოდენობას, სამწუხაროდ, ბევრნი არიან, ეს უნდა ვაღიაროთ. მათთვის სამშობლო და თავისუფლება გადაქცეულია სუფრის ატრიბუტად. სუფრაზე შეიძლება ისეთი სადღეგრძელო თქვან სამშობლოზე, აგატირებენ და იმ სუფრას გაცდებიან თუ არა, სადაც რეალური საქმეა საკეთებელი, რეალური პოზიციაა დასაჭერი, იქ უკვე მონები არიან.  საზოგადოების ამ ნაწილის  ეს მონური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, წახალისებულია, მართულია, იდეოლოგიზირებულია, გამაგრებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს არის უდიდესი საფრთხე, კატასტროფა. ეს უკვე იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი სერიოზული საფრთხის წინაშე  დგას. ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონაო, ოტია იოსელიანმა თქვა. ესენი ოღონდ მაძღრები იყვნენ, ოღონდ ფული იშოვნონ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქვეყანაც, 9 აპრილის და ამ ქვეყნისთვის დაღვრილი  სხვა, უამრავი სისხლიც, რუსეთის ომებს შეწირული  ჩვენი გმირების სახელებიც. მონობაში მაძღრად ყოფნა – აი, ეს არის ამათი იდეოლოგია!

– ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რაც რუსეთმა ჩაიდინა, იმ ქვეყნის პარტნიორობაზე, იმ ქვეყანასთან დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობის აღდგენაზე გველაპარაკებიან ხელისუფლების მართული პოლიტიკური ძალები, არასამთავრობოები და საზოგადოების ნაწილი. ვფიქრობ, ეს ნორმალური ადამიანისთვის შურაცხყოფაა. თქვენ რას იტყვით?

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს წარმოუდგენელია. ეს არის საკაცობრიო დანაშული. რაც ბუჩაში მოხდა. რაც ვნახეთ, იმდენად შემზარავია, თითქოს ადამიანმა კი არა, აპოკალიპტურმა მხეცმა ჩაიდინა. ომის  წარმოება რეგლამენტირებულია, ომს თავისი წესები აქვს, ძნელად დასაცავი, მაგრამ მაინც იცავენ მეომარი მხარეები. რუსეთმა ყველა ეს წესი ფეხებზე დაიკიდა. ქვას  აატირებს, ისეთი საშინელებები ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ეს გამოიწვევს დეჰუმანიზციას თვითონ რუსეთის სახელმწიფოსი. აი, როგორც ჰიტლერული გერმანია დღემდე  ბოდიშს იხდის, რომ ნაციზმი და ჰიტლერი შვა. ჰიტლერი არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და გერმანელი ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ამის დღემდე რცხვენიათ გერმანელებს. ასე მოუწევს რუს ხალხს, თუ მათ თავად არ შეცვალეს პუტინის რეჟიმი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებში დადანაშაულებული ერი იქნება, თუ თავად არ შეცვალეს პუტინის სისხლიანი რეჟიმი.  ამ რეჟიმთან რომელ ურთიერთობაზე შეიძლება ლაპარაკი? ამაზე მართლა ნორმალურმა ადამიანმა არც უნდა ილაპარაკოს. ახლა, ამ ველურების მხარეს რომ ხარ, ხელისუფლება ვგულისხმობ, დამთავრდა იქ ყველაფერი, დაკარგე ადამიანური სახე და ყველანაირი მორალური პრინციპებისგან დაცლილი ხარ.

„მონობაში მაძღრად ყოფნა – აი, ეს არის ამ ხელისუფლების იდეოლოგია!“ – გიორგი გუგავა

 

თეგები: გიორგი გუგავარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved