გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ედუარდ სააკაშილი, გარდა იმისა რომ ძალიან კარგი ტიპი ჩანს, გულწრფელი, საღად მოაზროვნე, ძალიან სწორ დროს გააქტიურდა – თან უსწორესად შეაფასა მოცემულობა, რაშიც მამამისმა ჩაიგდო თავი; თან მისი გადარეჩენის პერსპექტივის დაუმსახურებელი გაფორმება, გამოგლიჯა მისსავე პარტიას, რომლის რეიტინგი მუდმივად განპირობებული იყო ადამიანების უბედურებით, იგივეს აკეთებდნენ მათსავე ლიდერზე, რაც ვერ გამოუვიდათ… ეს ბიჭი ცდილობს მიშა გამოგლიჯოს მიშას, რომელიც პარტიული მსხვერპლეწირვის ხიბლშია გაჯიუტებული… ძალიან კარგ მაგალითს იძლევა ეს ბიჭი, როგორ უნდა გამოგლიჯონ შვილებმა, მშობლები იმ საფრთხეებს, რომელიც თავად მშობლებმა შექმნეს…”
კომენტარები