• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ბერკეტი თუ ამუშავდა, ერთ დღეში ლარის კურსი დოლართან ერთი ხუთთან გახდება და შესაძლოა, ეს 5 მოგვენატროს კიდეც“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
19:48 07-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლევან ჯავახიშვილი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის სკანდალურ განცხადებასა და ტრაგიკულ პერსპექტივებზე პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაზე „ალიასთან“ საუბრობს:

– არა მარტო ფინანსურ დახმარებებს შეგვიჩერებენ, საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას აღარ გაგვიკეთებენ ევროპის ცალკეული სახელმწიფოები და ევროპისა თუ უშუალოდ,  ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები. ამ  უზარმაზარი ვალის გადახდას რომ მოგვთხოვენ, მერე სად მიდის „ქართული ოცნება“?  ხელფასებს და პენსიებს ვეღარ დაარიგებს, დაემხობათ ბიუჯეტი თავზე. ევროპამ თუ მოინდომა, ეკონომიკურ კოლაფსს მოაწყობს საქართველოში, ერთ წელიწადში „ბანანის  სახელმწიფოდ “ გვაქცევენ. როგორ?    ვიზალიბერალიზაციას გაგიჩერებენ და ეს კიდევ უამრავ ადამიანს დააზარალებს.  გვაიძულებენ ვალების გადახდას, დახმარებებს შეგვიწყვეტენ, საკუთარ  ავიაკომპანიებს აუკრძალავენ საქართველოში ფრენებს და ტურიზმს, რაც დარჩა, იმასაც დაგვამხობენ თავზე. ყველა სახის ექსპორტს  შეწყვეტენ ან შეზღუდავენ. ჯერ  რა, სულ რამდენიმე სახის პროდუქცია გადის ევროპაში საქართველოდან, იმასაც ვეღარ გავიტანთ. ემიგრანტები თანხებს რიცხავენ საქართველოში. ამ  ემიგრანტებს რომ აღარ მისცენ ამ თანხების გადმორიცხვის უფლებას, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. ეტყვიან იმ ხალხს, რომ თქვენი ხელისუფლება არ იქცევა კარგად, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაშოვნი ფული არ უნდა გადაირიცხოს საქართველოშიო. იმ ფულს კი არავინ  წაართმევს ემიგრანტებს, მაგრამ არ გადმოარიცხინებენ აქ. ყოველთვიურად 200–250 მილიონი დოლარი ირიცხება საქართველოში, ეს წელიწადში 2 –2.5 მილიარდი დოლარია და აქედან, მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებზე  მოდის. ეს თუ  მოხდა, დამთავრდა, უკვე კოლაფსია. ეს და სხვა ბერკეტებიც აქვთ და თუ აამუშავეს, ერთ დღეში ლარის კურსი დოლართან  ერთი ხუთთან  გახდება და შესაძლოა, ეს 5 მოგვენატროს მალე. ისეთ დღეში ჩააგდებენ „ქართულ ოცნებას“, ხალხი გამოვა ქუჩაში და ხელისუფლების შენარჩუნებაზე კი არა, იმაზე იფიქრებენ, ამ ხალხს სად დაემალონ. ამ დაქცეული ეკონომიკის პატრონები, ვის ეჯგიმებიან? უცხოური ფინანსური ინექციებით გვიდგას სული. ირაკლი კობახიძე და ზოგიერთი ახლად გამოჩეკილი პოლიტიკოსები რომ ჰყავთ, იმათ ჭკუაზე რომ იმართება ქვეყანა, უკეთესს რატომ ველით? უარეს დღეში რომ არ ვართ, მე ის მიკვირს. აზრზე არ არიან, რას ნიშნავს საერთაშორისო პარტნიორი, დადგენილი საერთაშორისო წესები და ნორმები, რას ნიშნავს მათი დაცვა, აღებული ვალდებულებების შესრულება. ევროპისგან მუდამ სამაგალითოდ ისჯებიან ის ადამიანები, ხელისუფლებების ლიდერები და ქვეყნები, ვინც ამ დადგენილ წესებს იცავს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა – 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდე ევროკავშირი განიხილავდა საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას. მან თქვა, რომ ეს საკითხი ისევ განიხილება, თუ “ქართული ოცნება” არ დაუბრუნდება შეთანხმებას. ამ საკითხზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა:

“19 აპრილის შეთანხმებამდე, მარტში მე საქართველოში ვიყავი და მერე განხილვა გვქონდა ევროპარლამენტში. ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროს შესაძლებლობაზე, შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, ეს საუბარი შედგა. შემდეგ ხელმოწერილი იყო ხელშეკრულება და ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ ეს იქნებოდა ათვლის წერტილი ყველა სხვა რეფორმის განსახორციელებლად… ჩვენ ახლა დავუბრუნდით ძველ მდგომარეობას და უნდა გავაანალიზოთ, როგორ გადავწყვიტოთ შექმნილი სიტუაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს, ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხები სწორი მიმართულებით დაიხარჯოს. ეს არის გადასახადის გადამხდელის თანხები და ეს თანხები არ უნდა აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის ხელში. იქნება ამ საკითხებზე მსჯელობა, თუ “ქართული ოცნება” არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას”…

თეგები: დავით ჭიჭინაძევიოლა ფონ კრამონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved